დღის სიახლეები

2022 წელს ყველაზე მეტი საწვავი საქართველომ რუსეთისგან იყიდა

0
გაზიარება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 739,7 ათასი ტონა, რაც 3,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან  შედარებით.

2022 წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 375,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 364,2 ათასი ტონა.

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 335,1 ათასი ტონა; რუმინეთი – 176,5 ათასი ტონა; ბულგარეთი – 87,9 ათასი ტონა; თურქმენეთი – 68,4 ათასი ტონა; აზერბაიჯანი – 55,3 ათასი ტონა; თურქეთი – 7,6 ათასი ტონა; საბერძნეთი – 4,7 ათასი ტონა; ყაზახეთი – 1,8 ათასი ტონა და სხვ.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!