RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი შემოვიდა

0
გაზიარება

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი შემოვიდა და იგივე რაოდენობა გავიდა.

„მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, ექსპორტის წახალისება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. თამამად მსურს განვაცხადო, რომ შემოსავლების სამსახური ძალისხმევას არ იშურებს აღნიშნული მიმართულებით. პანდემიის დასრულების შემდეგ გასულ წელს, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვრის კვეთის რაოდენობა. 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი და გავიდა, ანალოგიურად, 771 ათას ავტომობილზე მეტი, რაც 2021 წელთან შედარებით 17%-ით მეტია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!