დღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს საქართველოში უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

0
გაზიარება

საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა,გასული წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის 6 799 იყო – საქსტატი

უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ცოცხლად 42 319 ბავშვი დაიბადა, აქედან 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 7.9%-ით შემცირდა.

2022 წელს, ყველაზე მეტი 14 202 ბავშვი თბილისში, ხოლო ყველაზე მცირე – 246 ბავშვი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაიბადა.

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 37.4%-დან 39.1%-მდე, მეორე შვილის წილი 35.6%-დან 33.5%-მდე შემცირდა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 26.6% შეადგინა.

2022 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2%-დან 26.5%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2%-დან 69.6%-მდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6%-დან 4%-მდე გაიზარდა. 2022 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!