დღის სიახლეებისიახლეები

2022 წლის განმავლობაში კომპანია “ზედაზენის” შემოსავალმა 102.7 მილიონი ლარი შეადგინა

0
გაზიარება

საქართველოში ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის “ზედაზენის” შემოსავალმა 2022 წლის განმავლობაში  102.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 26.8 მილიონი ლარით მეტი იყო.  2021 წელს კომპანია 2-მილიონიან მოგებაზე იყო, რაც 2022 წელს 11.6 მილიონამდე გაიზარდა.
ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზედაზენის 102.7-მილიონიანი შემოსავლის 83% ადგილობრივ ბაზარზე არსებული გაყიდვებიდან ჰქონდა, 17% კი პროდუქციის ექსპორტირებიდან მიღებული შემოსავალი იყო.
ფინანსურ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიისთვის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ 64 მილიონი ლარი შეადგინა.
გაყიდვების ხარჯმა “ზედაზენისთვის” 13.1 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან რეკლამისა და მარკეტინგის ხარჯები 3.3 მილიონი ლარი, ძირითადი საშუალებების ცვეთა 4.3 მილიონი ლარი, როიალტი 2.4 მილიონი ლარი, დისტრიბუციის ხარჯები კი 1.5 მილიონი ლარი. 2022 წელს კომპანიის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 8.9 მილიონი ლარი იყო.

კომპანიის მესაკუთრეები:
2021 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის “ქართული ლუდის კომპანიის“ უშუალო და საბოლოო მშობელი კომპანია იყო შპს „მიქსორი“ (63.5%). ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ დანარჩენ აქციებს ფლობს შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჰოლდინგი“ (24.11%) და შპს „პსპ ფარმა“ (12.39%).

2021 წლისა და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის შპს „მიქსორის“ მფლობელები, ბატონი ცეზარ ჩოჩელი, ქალბატონი იზოლდა ჩარიგოგდიშვილი და ს.ს. ქიისთოუნ ინვესთმენთს“, ფლობდნენ ამ კომპანიის აქციების 42.12%-ს, 42.13%-სა და 15.75%-ს, შესაბამისად. კომპანიას არ გააჩნია საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი,”- ნათქვამია PWC-ის მიერ მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ზედაზენის”, ანუ სს “ქართული ლუდის კომპანიის” აქტივების მოცულობა 2022 წლის 31 დეკემბრისთვის 154.6 მილიონ ლარს შეადგენდა. ვალდებულებები კი 84 მილიონი ლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!