დღის სიახლეებისიახლეები

2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184 400 სესხია გაცემული

0
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა და 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184 400 სესხია გაცემული.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 9883 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 500-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი – 9607 მილიონიდან 9883 მილიონ ლარამდე გაიზარდა.184 400 ხელშეკრულებიდან 81 600 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1552 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ 21.09% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 72 500 სესხია მიბმული, საშუალოდ 14.32%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3262 მილიონი ლარია.

29 200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 800-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 5033 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.04%-ში.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი 1 ნოემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 21.3 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 23.64%-ში გაასესხეს.

300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხია გცემული, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 15.3 მილიონი ლარია.

1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.4%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე – 24.64%-ია, რომელსაც მოყვება სამომხმარებლო სესხი – 21.09%-იანი განაკვეთით.

გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე გრძელვადიანი ფაქტორების შენარჩუნების შედეგია. როგორც აღინიშნა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის შემცირების გამოკვეთილი ტრენდის არსებობის გარეშე არ მოხდება, ხოლო თუ მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ინფლაციური ზეწოლა კიდევ წარმოიქმნება, შესაძლოა, პოლიტიკის განაკვეთი კიდევ უფრო გამკაცრდეს. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ინფლაციური წნეხი გაზრდილია, რასაც შესაბამისი გამკაცრებული პოლიტიკით პასუხობენ ცენტრალური ბანკები. ეს კი, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მნიშვნელოვნად აუარესებს. გეოპოლიტიკური ვითარება გაურკვევლობას ზრდის, ამას ემატება მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივვადიანი გადახრა, რაც ინფლაციურ მოლოდინებს კიდევ უფრო აძლიერებს.

რუსეთ-უკრაინის ომისა და სანქციების შედეგად მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში, რაც, ავტომატურად ასტიმულირებს ერთობლივ მოთხოვნას. მოკლევადიან პერიოდში გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ ფირმები ფასებს ზრდიან, რადგან პროდუქციის/მომსახურების წარმოების ზრდის პოტენციალი მოკლევადიან პერიოდში, მოთხოვნის მყისიერი ზრდის დროს, შეუძლებელია. შესაბამისად, გაზრდილი ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ზრდის ინფლაციურ რისკებს. 2022 წლის პირველი ათი თვის საშუალო წლიურმა ზრდამ 10.0 პროცენტი შეადგინა.

გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედებამ საკრედიტო აქტივობა შეანელა. ასევე, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოში ევროსა და დოლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება, ხოლო მიმდინარე პერიოდში, წლის ბოლომდე, მაღალი ინფლაციის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი რაც, სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს“-ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…

ჰაკერებმა Ferrari-ს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების ბაზა გატეხეს

ჰაკერებმა Ferrari-ს მონაცემთა ბაზა გატეხეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი გახდა ოფიციალური წერილიდან, რომელიც კომპანიამ მომხმარებლებს გაუგზავნა.კომპანიამ განაცხადა, რომ ჰაკერებმა არა მხოლოდ გატეხეს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!