დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9,399-მა მოქალაქემ მიმართა

0
გაზიარება

2023 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9,399-მა მოქალაქემ მიმართა – ინფორმაციას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ავრცელებს.

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით პირველ ადგილზე სირია იმყოფება. 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი 104,561-მა სირიელმა მოითხოვა. მოწინავე ხუთეულში შემდეგ ადგილებს თურქეთი (62,624), ავღანეთი (53,582), ერაყი (12,360) და ირანი (10,206) იკავებენ.

მეექვსე ადგილზე მყოფი საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარზე პირველადი განაცხადი 8,414-მა ადამიანმა გააკეთა. გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა.

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა სამსახურმა 2023 წლის ბოლო სამი თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან თავშესაფარი 448-მა ადამიანმა მოითხოვა, ნოემბერში – 417-მა, ხოლო დეკემბერში – 351-მა.

სულ, 2023 წელს, გერმანიაში თავშესაფარი 351,915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 51,1%-ით მეტია.

შეგახსენებთ, 2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ცნო, რაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას აადვილებს.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!