დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს საქართველოს ფეროშენადნობების სექტორის ექსპორტი 280 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით დაეცა

0
გაზიარება

საქართველოს ფეროშენადნობების სექტორის ექსპორტის ასეთი მკვეთრი შემცირება ბოლო ათწლეულის განმავლობაში არცერთხელ არ მომხდარა.

ფეროშენადნობები საქართველოს მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, რომელიც წარსულში ათასობით ადამიანს ასაქმებდა, თუმცა საფასო ვარდნის გამო 2023 წელს ის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 157 ათასი ტონა ფეროშენადნობები გავიდა, რომლის ღირებულებაც 180 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად, ერთი ტონა საქონელი საშუალოდ 1,149 დოლარი ღირდა.

2022 წელს მთლიანი ექსპორტი 229 ათასი ტონა იყო, ხოლო საექსპორტო შემოსავალი ტონაზე 2,007 დოლარს შეადგენდა, შესაბამისად მთლიანი სექტორის შემოსავალი 460 მილიონ დოლარს შეადგენდა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, ფეროშენადნობების სექტორს ტონაზე 1,000 დოლარის მიდამოებში მყოფი ფასების პირობებშიც წარსულშიც უმუშავია და მაგალითად 2015; 2016 და 2020 წლებში ერთი ტონის საექსპორტო ღირებულება 1000 დოლარზე დაბალი იყო, თუმცა 2023 წელს სექტორში სირთულე წინა წელთან შედარებით ფასის მკვეთრმა შემცირებამ განაპირობა.

საქართველოს ფეროშენადნობების სექტორის შემოსავლები 2013-2023 წლებში:

  • 2013 წელს – $230,747,980 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 222,669 ტონა, ფასი ტონაზე $1,036
  • 2014 წელს – $285,805,820 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 269,781 ტონა, ფასი ტონაზე $1,059
  • 2015 წელს – $194,765,880 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 219,231 ტონა, ფასი ტონაზე $888
  • 2016 წელს – $169,300,620 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 229,029 ტონა, ფასი ტონაზე $739
  • 2017 წელს – $306,369,190 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 281,213 ტონა, ფასი ტონაზე $1,089
  • 2018 წელს – $352,938,860 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 298,392 ტონა, ფასი ტონაზე $1,183
  • 2019 წელს – $303,384,850 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 274,848 ტონა, ფასი ტონაზე $1,104
  • 2020 წელს – $247,329,060 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 250,652 ტონა, ფასი ტონაზე $987
  • 2021 წელს – $477,432,790 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 299,385 ტონა, ფასი ტონაზე $1,595
  • 2022 წელს – $459,803,300 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 229,094 ტონა, ფასი ტონაზე $2,007
  • 2023 წელს – $180,661,850 დოლარი, ექსპორტის მოცულობა 157,235 ტონა, ფასი ტონაზე $1,149

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!