დღის სიახლეებისიახლეები

2023 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.99 ლარი შეადგინა

0
გაზიარება

ხაჭაპურის მომზადება 1.4%-ით გაძვირდა 2022 წლის აპრილის მაჩვენებელზე, თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა. ინფორმაციას „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

„წლიურ ჭრილში, აპრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგ ინგრედიენტებზე: რძე (+14.9%), საფუარი (+14.5%), კარაქი (+11.1%), კვერცხი (+3.7%), ფქვილი (+1.5%). თუმცა ყველის ფასი, რომელიც ხაჭაპურის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, 2022 წლის აპრილთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1.6%-ით შემცირდა.

თვიურ ჭრილში კი ინდექსის ღირებულება შემცირდა, რაც მეტწილად ყველის ფასის შემცირებამ განაპირობა, რომელიც წინა თვესთან შედარებით 11.6%-ით გაიაფდა. წინა თვესთან შედარებით ხაჭაპურის დანარჩენი ინგრედიენტების ფასებიც შემცირდა: კვერცხი (-4.8%), კარაქი (-2.0%), რძე (-1.7%), ფქვილი (-0.7%).

ქალაქების მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ თვიურ ჭრილში (2023 წლის მარტთან შედარებით) ინდექსი ყველაზე მეტად ქუთაისში შემცირდა (-14.3%). როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შემცირება დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცა: თბილისში 13.3%-ით შემცირდა, თელავში – 5.6%-ით. გამონაკლისი იყო ბათუმი, სადაც მარტთან შედარებით აპრილში ინდექსი 3%-ით გაიზარდა. მიზეზი შეიძლება სააღდგომოდ ტურისტების შემოდინება იყოს, რამაც სურსათზე მოთხოვნა გაზარდა,“- აღნიშნულია „აისეტის“ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!