ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, გერმანია და ინდოეთი, მთლიანი შიდა პროდუქტით, 2023 წლის უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნები არიან. თავის მხრივ, მშპ იმის შესანიშნავი ინდიკატორია, თუ რამდენად მსხვილი ეკონომიკა აქვს ქვეყანას.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში 10 უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანა:
- ამერიკის შეერთებული შტატები – მშპ 26 954 მლრდ დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 80.41 ათასი დოლარი;
- ჩინეთი – მშპ 17786 მლრდ დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 12.54 ათასი დოლარი;
- გერმანია – მშპ 4430 მილიარდი აშშ დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 52.82 ათასი დოლარი;
- იაპონია – მშპ 4231 მილიარდი აშშ დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 33.95 ათასი დოლარი;
- ინდოეთი – მშპ 3730 მილიარდი აშშ დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2.61 ათასი დოლარი;
- გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი) – მშპ 3.332 მილიარდი დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 48.91 ათასი დოლარი
- საფრანგეთი – მშპ 3052 მილიარდი დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 46.32 ათასი დოლარი
- იტალია – მშპ 2190 მილიარდი დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 37.15 ათასი დოლარი
- ბრაზილია – მშპ 2132 მილიარდი დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10.41 ათასი დოლარი
- კანადა – მშპ 2122 მილიარდი დოლარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 53.25 ათასი დოლარი.
Forbes-ის ინფორმაციით, ჩამოთვლილი ქვყენებიდან მშპ-ის წლიური ზრდის ტემპით აშშ გამოირჩევა, რომლის ზრდამაც 1.6% შეადგინა.