დღის სიახლეებისიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

0
გაზიარება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვებიც შევლენ.

„იცით, რომ წელს ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებოდათ 6 წელი, შეეძლოთ სკოლაში შესვლა. ახლა დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში შესვლა პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც შეეძლებათ. ასევე, ამავე კანონპროექტში ჩავწერთ, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან, სკოლაში ის ბავშვებიც შევლენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. აქ უკვე ეს საკითხი დამთავრდება. ეს იქნება ნებაყოფლობითი. თუ მშობელი მიიჩნევს, რომ მისი შვილი მზადაა მიიყვანოს სკოლაში, კი ბატონო, ამ თარიღამდე დაბადებულ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ. თუ არადა, ის წელიც შეუძლიათ ბაღში დარჩნენ, საჯარო ბაღს ვგულისხმობ და შემდეგი წლიდან შევიდნენ სკოლაში“, – განაცხადა ამილახვარმა.

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია – K Group

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

შატო ზეგაანის ღვინის აღიარება პარიზში

პარიზში გამართულ გასტრომეღვინეობის ოსკარის ცემეონიალზე, სადაც მოხვედრა ერთეულების ხვედრია იტალიური და ესპანური ღვინოების გვერდით ქართულმა ღვინომაც შეძლო ამ სივრცის დაპყრობა. ეს რთული გზა "შატო ზეგაანი"-ს საფერავმა…

შეიძინე საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები

გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები. Tegeta • თეგეტა ჰოლდინგი, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონ…

„ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის,“ – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) კვლევის მიხედვით „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის". „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რესტორანი – ამირანი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!