უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიატექნოლოგიები

2024 წლისთვის USB Type-C ყველა მობილური ტელეფონის საერთო დამტენი პორტი გახდება

0
გაზიარება

ევროკავშირში მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს 2024 წლიდან სტანდარტული დამტენი მოწყობილობა ექნებათ. ასეთ შეთანხმებას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე მიაღწიეს, რასაც ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

2024 წლის შემოდგომისთვის USB Type-C ყველა მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და კამერისთვის საერთო დამტენი პორტი გახდება.

ბიზნეს პრეს ნიუსის მიერ მომზადებულ სტატიაში წერია, რომ ეს ნაბიჯი არის ევროკავშირის ფართო ძალისხმევის ნაწილი, რაც ევროკავშირის პროდუქტების „გამწვანებას,“ ელექტრონული ნარჩენების შემცირებასა და მომხმარებლების ცხოვრების გაადვილებას ემსახურება.

ახალი წესების მიხედვით, მომხმარებელს ყოველ ჯერზე, როცა ახალ მოწყობილობას შეიძენს, სხვა დამტენი და კაბელი აღარ დასჭირდება. ისინი ყველა მცირე და საშუალო პორტატული ელექტრონული მოწყობილობისთვის ერთი დამტენის გამოყენებას შეძლებენ.

მობილური ტელეფონები, ტაბლეტები, ელექტრონული წამკითხველები, ყურსასმენები, ციფრული კამერები, ყურსასმენები, გარნიტურები, პორტატული სათამაშო კონსოლები და პორტატული დინამიკები, რომლებიც კაბელის საშუალებით იტენება, მწარმოებლისგან დამოუკიდებლად, USB Type-C პორტით უნდა აღიჭურვოს. ახალ წესებს, მათი ძალაში შესვლიდან 40 თვემდე, ასევე, ლეპტოპები უნდა მოერგოს.

ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ ახალი ვალდებულებები დამტენის მეორად გამოყენებას გაახშირებს და მომხმარებლებს დამტენის არასაჭირო შესყიდვებით წელიწადში, დაახლოებით, 250 მლნ ევროს დააზოგინებს.

დადგენილია, რომ უტილიზებული და გამოუყენებელი დამტენები წელიწადში, დაახლოებით, 11 000 ტონა ელექტრონულ ნარჩენს შეადგენს.

ევროკავშირის ამ გეგმიდან გამომდინარე, Apple თავისი iPhone სმარტფონების კონფიგურაციას Lightning კონექტორის გარეშე ტესტავს, რომელიც შესაძლოა, USB-C-მ ჩაანაცვლოს. კომპანია iPhone-ის ისტორიაში დატენვის პორტს მეორედ შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!