დღის სიახლეებისიახლეები

2024 წლის ზაფხულში ყაზბეგში, მყინვარწვერის მისასვლელ გზაზე, ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე სამაშველო „ქოხი“ გაიხსნება

0
გაზიარება

2024 წლის ზაფხულში ყაზბეგში, მყინვარწვერის მისასვლელ გზაზე, ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე სამაშველო „ქოხი“ გაიხსნება

2024 წლის ზაფხულში ყაზბეგში, მყინვარწვერის მისასვლელ გზაზე, ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე სამაშველო „ქოხი“ გაიხსნება. .

კომპანია „ალტიტუდას“ დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის, ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ქოხი შვეიცარიაში დამზადდება და საქართველოში ტრანსპორტირების შემდეგ, მყინვარწვერის მისასვლელ გზაზე ვერტმფრენის საშუალებით დამონტაჟდება.

“შენობის მშენებლობის ავანსი უკვე გადახდილი გვაქვს მე და ჩემ პარტნიორებს – დღეის მდგომარეობით, ესაა 100 000 ფრანკზე მეტი. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს სახელმწიფოსთან, რომ გრძელვადიანი იჯარით ავიღოთ 50 თუ 60 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, რადგან ეს ადგილი დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის. მოკლედ, სავალდებულო ბიუროკრატიულ ეტაპებს გავდივართ და იმედია, მალე დავასრულებთ და მომავალი წლის ზაფხულში, აგვისტოში სამაშველო ქოხი გაიხსნება“, – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტში „ალტიჰატის“ გუნდის პარტნიორი შვეიცარული კომპანია ბალია (BALLY), კომპანიის გარემოზე ზრუნვის ფონდის – „ბალი პიკ აუთლუქ ფაუნდეიშენის” სახით. „ალტიჰატის“ და „ბალის“ თანამშრომლობა ითვალისწინებს სრულყოფილ პარტნიორობას აღნიშნულ ახალ პროექტში, სადაც ბალი ყოველწლიურად, დამატებით უზრუნველყოფს ადგილობრივი პარამედიკოსების, სამთო გამყოლების და სამთო მაშველების მომზადებას, შვეიცარიულ კომპანია „ეარ ცერმათთან“(Air Zermatt) თანამშრომლობით.

„ახალი ქოხის ფუნქცია ალპურ სიმაღლეზე მდგრადი და უსაფრთხო სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და „ალტიჰათის“ მიერ შექმნილი სრულიად ახალი ეკო სისტემის ევოლუციური განვითარებაა. ქოხი განკუთვნილია გადაუდებელი და დაუყოვნებელი სამთო სამაშველო მომსახურებისათვის, სადაც აქტიური სეზონის განმავლობაში მუდმივად იქნებიან პროფესიონალი სამთო მაშველი პარამედიკოსები.

სამაშველო ქოხი სრულად იქნება აღჭურვილი საჭირო თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ასევე დაზარალებული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის მომზადებას და სტაბილიზაციას და სხვა გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას“, – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

პროექტის თანახმად, სამაშველო ქოხში შესაძლებელი იქნება ერთდროულად განათავსდეს 15 ადამიანი, სადაც მუდმივ მორიგეობას 4 პროფესიონალი სამთო მაშველი და პარამედიკოსი გასწევს.

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!