McKinsey-ის ანგარიშის მიხედევით რობოტები 2030 წლისთვის 800 მილიონ სამუშაო ადგილს დაიკავებენ, რაც გავლენას მოახდენს გლობალური სამუშაო ძალის მეხუთედზე.
DHL
DHL-მა რობოტების გამოყენება 2016 წელს დაიწყო.
ლოგისტიკურმა კომპანია Leviathan-მა Rethink Robotics-ის ორი რობოტი სახელწოდებით: Baxter და Sawyer აშშ-ში, თავისსავე საწყობებში გამოსცადა. ჭკვიანი რობოტები ასრულებენ შეფუთვით სამუშაოებს.
Uber
მგზავრობის აპლიკაცია სან-ფრანცისკოსა და პიტსბურგის გზებზე თვითმართველ მანქანებს უკვე დიდი ხანია ყენებს.
Uber მიზნად ისახავს შეცვალოს ყველა ადამიანი მძღოლი რობოტებით.
Tesla
ნევადის უდაბნოში მდებარე Tesla-ს Gigafactory თითქმის 100%-ით ავტომატიზირებულია.
ქარხანაში რობოტები ასრულებენ სამუშაოების დიდ ნაწილს. თუმცა ადამიანებისთვის გამოყოფილია 10,000 სამუშაო ადგილი.
Shisheido
ძვირადღირებული კოსმეტიკური კომპანია Shisheido არის კიდევ ერთი იაპონური კომპანია, რომელიც იყენებს რობოტებს.
ფირმამ 2017 წლის მარტში გამოსცადა ჰუმანოიდური რობოტების გუნდი მის საწარმოო ხაზზე. რობოტები მუშაობენ ადამიანებთან ერთად.
Amazon
ელექტრონული კომერციის გიგანტმა 2012 წელს Kiva Robotics 755 მილიონ დოლარად შეიძინა. Amazon-ს ახლა მსოფლიოში 100 000 რობოტი ჰყავს, რომლებიც მუშაობენ საწყობებში.
MasterCard/Pizza Hut
MasterCard-მა გაერთიანდა Pizza Hut-თან და დანერგეს მოლარე რობოტების სისტემა, ისინი იყენებენ SoftBank-ის ჰუმანოიდურ Pepper რობოტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეკვეთების მიღება, გადახდების დამუშავება და სასადილოების შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
Pizza Hut-მა ასევე გახსნა კონცეფციის მაღაზია შანხაიში, სახელწოდებით ph+, რომელიც ამაყობს ორი რობოტი მიმტანით.
ავტომატიზირებულ დამუშავებაზე სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია გადდაის. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რობოტი, McDonald’s-ის თბილისის ფილიალებში მომუშავე რობოტი “ქეთოა“. სიახლე კვების ობიექტმა წინა წელს შემოიტანა და მას შემდეგ რობოტი “ქეთო“ მიმტანად მუშაობს.