დღის სიახლეებისიახლეები

2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება

0
გაზიარება

ტემპერატურის გამუდმებული ცვალებადობის გამო, 2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება – დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.

მკვლევარების მტკიცებით, კლიმატური ცვლილებები იმდენად სერიოზული იქნება, რომ 1880-იან წლებში შექმნილი რუკების გადაწერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება.

„საუკუნის ბოლოსთვის, მსოფლიოს მიწის მასის 38-დან 50%-მდე დღევანდელისაგან განსხვავებულ კლიმატურ ზონაში იქნება“, წერს მკვლევართა ჯგუფი უფროსი პოლ დიერმეიერი.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თუ კაცობრიობა უახლოეს მომავალში არ შეამცირებს ატმოსფეროში გამონაბოლქვს, ეს ტემპი დაჩქარდება და ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის ტროპიკული კლიმატი გავრცელდება დედამიწის მიწის მასის 23%-დან 25%-მდე. დედამიწის ზედაპირის დიდი ნაწილი მშრალი გახდება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს საკვების წარმოების სისტემას და კოღოებით გადამდები დაავადებების ახალ ტერიტორიებზე გავრცელებას.

ყველაზე მეტად კლიმატური ცვლილებები მოსალოდნელია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ ზონებში. 2100 წლისთვის ევროპის 89%-მდე და ჩრდილოეთ ამერიკის დაახლოებით 66%-ს შეუძლია სხვა კლიმატურ ზონაში გადავიდეს.

ყველაზე დრამატული ცვლილებები მოხდება პოლარულ ზონაში, რომელიც 1901-1930 წლებში ჩვენი პლანეტის მიწის ფართობის დაახლოებით 8%-ს მოიცავდა. დღეისათვის ის უკვე 6,5%-მდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!