pmcg-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა.
კვლევის თანახმად, 2024 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.8%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 8.8%-ით არის გაზრდილი, ასევე კვლევაში მოცემულია ინფორმაცია, იმ ადამიანთა რაოდენობის შესახებ, ვინც ოთხ სხვადასხვა სახელფასო კატეგორიაში იყო.
კვლევაშია აღნიშნულია, რომ 2024 წლის 1-ელ კვარტალში, ყველაზე დაბალ – 599 ლარამდე სახელფასო კატეგორიაში მოხვდა 168 ათასი ადამიანი; 1200-2399 ლარამდე ხელფასს იღებდა – 314 ათასი პირი; 224 ათას ადამიანს ჰქონდა 600-1199 ლარამდე ხელფასი, ამდენივე – 224 ადამიანი კი ხელფასის სახით 2 400 ლარზე მეტს იღებდა.