რეგიონებიRSS კატეგორიადღის სიახლეებირაჭა-ლეჩხუმისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთი

26 მაისს მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

0
გაზიარება

26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 2-2 რეისს შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ხუთშაბათს, 26 მაისს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით არსებული განრიგის გარდა, დამატებით კიდევ ერთი ფრენა 13:30 საათზე შესრულდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტრის მიმართულებით – 15:15 საათზე განხორციელდება.

ასევე, 26 მაისს, ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-ამბროლაური 16:30 საათზე, ხოლო ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით 17:45 საათზე.

„26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. დამატებით რეისებზე მოთხოვნა გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია“, – განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

Tourist card – ინოვაციური პროდუქტი კომპანიების სანდოობითა და შეთავაზებების მრავალფეროვნებით

Tourist card -  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციასციის ახალი პროდუქტია, რომელიც სანდო კომპანიებითა და შეთავაზებებით, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის შეიქმნა. ბარათში ჩაშენებულია სპეციალური პროგრამა, რომლითაც…

დაგროვებითი პენსიის სახით 10,7 მლნ ლარამდეა გაცემული

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის, სხვადასხვა კატეგორიის 3 781 პირმა ისარგებლა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. „2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. წმინდა…

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო…

1 კილოგრამი ჟოლოს ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს

წელს ჟოლოს სეზონი მაღალი ფასებით დაიწყო, 1 კილოგრამის ფასი სუპერმარკეტებში 30 ლარს შეადგენს, ადგილობრივ მწარმოებლებთან კი ღირებულება 15-20 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ფერმერების მხოლოდ ნაწილმა დაიწყო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!