დღის სიახლეებისიახლეები

31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

0
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 მაისს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს, 08:30 საათიდან 21:00 საათამდე წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ – მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

მოძრაობა შეიზღუდება კახეთის გზატკეცილიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებითაც. აღნიშნული შეზღუდვები გაუქმდება 30 მაისს 21:00 საათზე.

„31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კახეთის გზატკეცილზე 09:00 საათიდან 12:30 საათამდე ავტომობილების მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ – მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით.კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.

ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალ ავტომობილების ნაკადს გადაადგილება შეეძლება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ 30 და 31 მაისს, მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ მ. ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე.

ასევე, დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის საშუალებით“, – ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!