ეკონომიკაფინანსები

4.3%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისი ხელფასიც 2400 ლარს აღემატება

0
გაზიარება

2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია, – ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

ამასთანავე, 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

როგორც „იმედინიუსს“ PMCG-ში განუმატეს, აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოყენებულია, შემოსავლების სამსახურისა და jobs.ge-ს მონაცემები. jobs.ge-ს მონაცემებში ცდომილება არ არის და ზუსტად ასახავს სტატისტიკას.

„რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ნაწილს, ამ შემთხვევაში მცირე ცდომილება შეიძლება არსებობდეს, რადგან შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას მუდმივად ემატება მონაცემები. მაგალითად 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები რაც ჩვენ გვაქვს გრაფიკზე გამოტანილი, შეიძლება შეიცვალოს, რადგან პუბლიკაციის გამოქვეყნების დღის შემდეგ სავარაუდოდ დაემატებოდა მონაცემები შემოსავლების სამსახურის ბაზას და მაჩვენებელი მცირედით გაიზრდებოდა“, – აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.

მსგავსი სიახლეები

ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

უწების ცნობით, დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე…

საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2022 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ორგანიზაციის შეფასებით, წელს ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით…

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. წინა პროგნოზით, 2022 წელს ზრდა 3%-ს შეადგენდა, ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეს მაჩვენებელი  8%მდე გაზარდა და რეგიონალური ეკონომიკური…

საქართველოში თხილის მოსავალი 30%-ით შემცირდა

საქართველოში თხილის მოსავალი 30%-ით შემცირდა -ინფორმაციას ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ჭითინავა ავრცელებს. მისივე თქმით თხილის ფასი გასულ წელთან შედარებით უფრო მაღალი იყო, თუმცა…

28 სექტემბრის ვალუტის კურსი

28 სექტემბერს ეროვნული ბანკის კურსით: 1 აშშ დოლარი 2.8385 ლარი ; 1 ევრო კი   2.7349 ლარი ეღირება; 27  სექტემბერს 1 აშშ დოლარი 2.8344 ლარი ღირდა, ხოლო 1 ევრო - 2.7618

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!