დღის სიახლეებისიახლეები

48 წელი Apple-ის დაფუძნებიდან – კომპანიის საბაზრო შეფასება 2 ტრილიონ 624 მილიარდ დოლარს შეადგენს

0
გაზიარება

1-ელი აპრილს,  48 წლის წინ, სიტვ ჯობსმა და სიტივ უოზნიაკმა კალიფორნიის შტატში Apple-ი დააფუძნეს, რომლის საბაზრო შეფასება ამჟამად 2 ტრილიონ 624 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის სახელმწიფოების უმეტესობის ეკონომიკის მოცულობას აღემატება.

ტექნოლოგიური ტიტანის ისტორია კერძო სახლის გარაჟში დაიწყო, სადაც საერთო იდეით შეპყრობილი ორი მეოცნებე სამყაროს შეცვლას შეეცადა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მათ ეს გამოუვიდათ.

ჯობსის და უოზნიაკის პირველი დიდი წარმატება Apple II-ს უკავშირდება, რომელიც გამორჩეულად მძლავრი და ხელმისაწვდომი პერსონალური კომპიუტერი იყო. საწყის ეტაპზე, Apple-ის მიზანი კომპიუტერების დემოკრატიზაცია იყო, ანუ მათ სურდათ ისეთი კომპიუტერის შეძენა, რომელსაც ყველა მარტივად გამოიყენებდა და თან ზედმეტად ძვირი არ ეღირებოდა.
Apple-ის პირველი რევოლუციური პროდუქტი Macintosh-ი იყო, ფერადი კომპიუტერი, რომლის მსგავსი მსოფლიოს არასოდეს ენახა. Macintosh-ის სისტემა იმდენად ჩაკეტილი და შეზღუდული იყო, რომ მისი წარმატების თავად უაოზნიაკსაც კი არ სჯეროდა, თუმცა ამ სარისკო ნაბიჯმა გაამართლა და Apple-მა პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება შეძლო.სტივ უოზნიაკი, რომელიც Apple-ის ტექნოლოგიურ მამად ითვლება, ყოველთვის თვლიდა, რომ Apple-ის კომპიუტერი კონკურენტებზე უფრო გახსნილი, მრავალფეროვანი და გამოსადეგი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის პარტნიორს, სტივ ჯობსს კომპანიის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ჯობსი მიიჩნევდა, რომ მომხმარებელს მხოლოდ ის პროდუქტი და სერვისი უნდა მიეღო, რასაც კომპანია ისურვებდა. სწორედ ასე დაიბადა Apple-ის ჩაკეტილი ეკოსისტემის იდეა, რომელსაც არაერთი უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა ფაქტია, რომ მუშაობს, თანაც შესანიშნავად.
Apple-ის ლოგოს პირველ ვერსიაში, რომელიც კომპანიის თანადამფუძნებელ რონალდ უეინს ეკუთვნოდა,  გამოსახული იყო ვაშლის ხე და მის ქვეშ მჯდომი ისააკ ნიუტონი. დიახ, ეს ის ვაშლი იყო, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ნიუტონს თავში დაეცა და მეცნიერი გრავიტაციაზე დააფიქრა.

ასეთი კომპლექსური ლოგო სტივ ჯობსს არ მოსწონდა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯობსი მინიმალიზმის მიმდევარი იყო და ის ზედმეტს ვერაფერს იტანდა. სწორედ ამიტომ მან დიზაინერ რობ იანოფს მარტივი ლოგოს შექმნა დაავალა და სწორედ ასე შეიქმნა ჩაკბეჩილი ვაშლი, რომელიც თავიდან ცისარტყელას ფერი იყო. ჩაკბეჩის მიზეზსაც გეტყვით – რათა მომხმარებელს ვაშლი სხვა ხილში არ შეშლოდა და თან ის ორიგინალური ყოფილიყო.

Apple-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მობილური ტელეფონების მომავალი-2007 წელს სტივ ჯობსმა საზოგადოებას პირველი iPhone-ი წარუდგინა, რომელსაც არც ასობით ღილაკი ჰქონდა, არც ტრანსფორმირდებოდა, არც ნახევარ კილოგრამს იწონიდა და არც პროგრამირების ცოდნას მოითხოვდა გამოყენებისთვის. ეს იყო მარტივი დიზაინის მქონე, დახვეწილი სმარტფონი, რომელსაც სენსორული ეკრანი, ლოგიკური მენიუ, სწრაფი პროცესორი და გამართული ოპერაციული სისტემა ჰქონდა.

ბაზარზე პირველი iPhone-ის გამოჩენის დღეს ფაქტობრივად წერტილი დაესვა Nokia-ს, Blackberry-ს და Sony-Ericsson-ის არსებობას, რადგან ამ მოწყობილობების შედარებას აზრიც კი არ ჰქონდა, Apple-ი უბრალოდ სხვა განზომილებაში იყო.

ჯობსის შემდეგ, Apple-ის მართვის სადავეები მისმა ღირსეულმა შთამომავალმა, ტიმ კუკმა გადაიბარა, რომელმაც კომპანიის კაპიტალიზაცია ჯერ 1 ტრილიონზე, შემდეგ 2-ზე და ბოლოს 3 ტრილიონ დოლარზე აიყვანა.

კუკის ხელმძღვანელობით, Apple-ში აქსესუარების ეპოქა დაიწყო, რაც კომპანიის პორტფელში Apple Watch-ის, AirPods-ის, Vision Pro-ს და სხვა მოწყობილობების გამოჩენას უკავშირდება.

თავისი არსებობის 48-წლიან ისტორიაში Apple-ს არაერთი გამოწვევა გადაულახავს, კომპანია მრავალჯერ ყოფილა გაკოტრების ზღვარზე; ინვესტორებმა სტივ ჯობსი კომპანიიდანაც კი გააგდეს. მიუხედავად ყველაფრისა, მინიმალიზმის, სიმარტივის, სილამაზისა და კომფორტის პრინციპების ერთგულებით Apple-მა ყველაფერს გაუძლო და დღეს ის არათუ კომპანიებზე, არამედ სახელმწიფოებზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!