დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

0
გაზიარება
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს –  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა

” SGBA -ს სურს გაცნობოთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენების გათვალისწინებითა და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ბიზნეს ასოციაცია იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება, წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის ,,SGBA BUSINESS SUMMIT 2024“ თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული სამიტი, იგივე ფორმატით და იგივე ლოკაციაზე, ნაცვლად 24 მაისისა, შედგება 5 ივლისს.,,წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციას“ სურს განგიმარტოთ ამ გადაწყვეტილების რიგი დეტალური მიზეზები:

,,წარმატებულის ქართული ბიზნესის ასოციაცია“ სამიტის გადადებისგან მაქსიმალურად თავს იკავებდა, თუმცა 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიერ, ,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ ქვეყანაში პროცესები კიდევ უფრო მეტად დაძაბა და შეუქცევადი გახადა, რაც ყველა სფეროზე უარყოფითად აისახა, მათ შორის ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნეს წრეებზეც. მაგალითად, საინვესტიციო მიმართულებები დროებითი მოლოდონის რეჟიმში გადავიდნენ, მოხდა რყევები სავალუტო ბირჟებზე, გაუფასურება დაიწყო
ეროვნულმა ვალუტამ და ამ დრომდე პანიკაა საფონდო ბირჟებზე, სადაც ეცემა კომპანიების აქციების ფასები.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიების ნაწილი, რომლებსაც სურდათ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება თქვეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მათი ღონისძიებაში მონაწილეობა იქნებოდა არასწორი და ამიტომ დაგეგმილ დროს ისინი ვერ შეუერთდებოდნენ სამიტს. გარდა
ამისა, ცვლილებები შევიდა სპონსორების დღის წესრიგშიც და გართულდა პროექტის გარკვეული ნაწილების მატერიალური მხარით უზრუნველჰყოფა.

ამასთან, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია 24 მაისს, სამიტზე მოწვეული სპიკერების ნაწილშიც. მათი უმრავლესობა ვეღარ ახერხებს მონაწილეობის მიღებას ღონისძიებაში, რისთვისაც ითხოვეს თარიღის ცვლილება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ტელევიზიების საეთერო დროის
დიდი ნაწილი ,ამ ყველაფრის გაშუქებას ეთმობა და პრობლემა გახდა, სამიტის მხარდამჭერ მედიებში, ღონისძიებისთვის საეთერო დროის გამოყოფაც.

ყველივე ამან, კომპანია აიძულა მისულიყო აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე და შეეცვალა სამიტის ჩატარების თარიღი, რა თქმა უნდა ასოციაცია იმედოვნებს, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში არსებული ვითარება დასტაბილურდება და ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში მიეცემა. ასოციაციის წევრების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, SGBA ვალდებულია ყველა არსებული ვითარება გაითვალისწინოს, რათა არ დარჩეს რომელიმე მხარე უკმაყოფილო.

SGBA – ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობის გამო, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ასოციაციის წევრი და ღონისძიებაში მონაწილე ყველა კომპანია გაგებით მოეკიდება აღნიშნულ ცვლილებას. ასევე, ასოციაციას სურს შეგატყობინოთ, რომ თქვენს მიერ აკუმულირებული თანხები სრულად მოხმარდა იმ სერვისებს, რისთვისაც გაიღეთ, რადგან მოგეხსენებათ, რომ ღონისძიების სამზადისი დიდი ხანია დაწყებულია, აქვე იბეჭდება ბანერები, დაჯავშნილია სამიტის ჩატარების ადგილი და ყველა პავილიონის სივრცე” – აღნიშნულია წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!