დღის სიახლეებისიახლეები

5148 მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი განისაზღვრა

0
გაზიარება

ჯანდაცვის სამინისტრს ცნობით, მედიკამენტზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა 2023 წლიდან ამოქმედდა და 15 იანვარს 1300 მედიკამენტზე პირველი რეფერენტული ფასები გამოქვეყნდა.

მათივე განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა – 3045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში შევა ძალაში.

„რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, თავდაპირველად, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ამოქმედდა, რის შემდეგაც წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე, ფასის ზედა ზღვარი ანტიბიოტიკებზე, გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ პრეპარატებზე განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, რეფერენტული ფასი, მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტზე გავრცელდება.

რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!