დღის სიახლეებისიახლეები

6 ცვლილებები, რომელიც 1-ლი მარტიდან საქართველოში ამოქმედდება

0
გაზიარება

1-ლი მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე მომხმარებლებს.

  1. სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება

სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ეს ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. კანონში ეს სიახლე 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

ბიზნესი აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით, აცხადებს რომ დამატებით ხარჯს მოითხოვს, რადგან თითოეული კომპანია ვალდებული იქნება, განაახლოს მათი დოკუმენტაცია, თუმცა, მათივე ცნობით, ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანისთვის სხვა მიმართულებას გამოიყენებენ.

 2. GE დომენის ფასი იზრდება

1-ლი მარტიდან GE დომენის ფასები იცვლება. როგორც კომპანია FastCloud-ი იტყობინება, რეგისტრაციისა და განახლების ფასი 50 ლარამდე გაიზრდება. ხოლო მეორე დონის დომენების ღირებულება 30 ლარი გახდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომპანიაში ცვლილებამდე დომენის რეგისტრაცია და განახლება 30 ლარი ღირდა, ხოლო მეორე დონის დომენის ღირებულება 12 ლარს შეადგენდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ domenebi.ge-ში განუცხადეს, მარტიდან ტარიფები მათაც ეცვლებათ. უფრო კონკრეტულად კი, 1-წლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში, ფასი 50 ლარი გახდება, ხოლო 2-5 წლამდე თანამშრომლობის შემთხვევაში, დომენების ფასი 30 ლარი დარჩება. გაძვირება დაადასტურეს grena.ge-შიც.

3. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება

2024 წლის 1-ლი მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. აღსანიშნავია, 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე მარტიდანაც უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 6-18 წლამდე 5,5 ლარი შენარჩუნდება.

1-ლი მარტიდან ბილეთების ფასი დაცულ ტერიტორიებზე ეღირება:

  • მარტვილის კანიონი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

ნავით გასეირნება – 15 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.

  • ოკაცეს კანიონი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9,20 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

  • ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.

  • პრომეთეს მღვიმე

საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად – 13 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვალად – 25 ლარი.

ნავით გასეირნება – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

  • სათაფლია

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 8 ლარის ნაცვალად – 10 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

  • ნავენახევის მღვიმე

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

4. რუსეთი მარტიდან ბენზინის ექსპორტს 6 თვით კრძალავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტო RBC-ს ფედერაციის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

ექსპორტის დროებითი აკრძალვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში,“ ასევე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, მონღოლეთსა და უზბეკეთში მიწოდების შეთანხმებულ მოცულობებზე არ ვრცელდება.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. შესაბამისად, ეს ცვლილება გარკვეულ გავლენას საქართველოში საწვავის ფასზეც იქონიებს. ნავთობიმპორტიორების ცნობით, მოსალოდნელია რომ ამ შეზღუდვის შემდეგ საქართველოში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდება.

5. iPhone-ზე „ანდროიდის“ აპლიკაციების გადმოწერას შეძლებთ

Apple არსებობის ისტორიაში პირველად, iPhone-ებზე, ევროკავშირის ახალი რეგულაციების მიხედვით, შესაძლებელს გახდის App Store-ის გარეთ არსებული აპლიკაციების გადმოწერას. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 25 იანვარს გამოაქვეყნა, რათა დეველოპერებმა, რომლებიც მხოლოდ „ანდროიდ“ სისტემებისთვის ქმნიან და ქმნიდნენ აპლიკაციებს, მათი ინტეგრაცია IOS-ზეც მოახდინონ. აღნიშნული სიახლის დანერგვა, 2024 წლის მარტიდან იგეგმება.

6. ახალი მარშრუტები, რომლებზეც 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე: N301, N308 და N314.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

iPhone 16 – პირველი სმარტფონი, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის შეიქმნა

iPhone 16-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შედგა The Weeknd-ის უახლესი სინგლის, Dancing in the Flames-ის ვიდეოს ჩვენება კულისებს მიღმა, რომელიც მთლიანად iPhone 16 Pro-ს მეშვეობით არის გადაღებული. Apple-ის ახალი…

საქართველოში ოჯახები შემოსავლების თითქმის ნახევარს სურსათზე ხარჯავენ – ISET

ISET-ს კვლევით ინსტიტუტი საქართველოში სურსათის ფასებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სურსათზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მძიმედ შინამეურნეობებზე აისახება. კერძოდ, შინამეურნეობები მთლიანი…

ევროპაში გაზი ძვირდება

ევროპაში შემოდგომის მოსვლასთან ერთად ბუნებრივ აირზე ფასები იზრდება. Bloomberg წერს, რომ ძირითადი ფიუჩერსები 1 მგვტ/სთ-ზე 38 ევროს უახლოვდება. წელიწადის ამ დროისთვის ფასები მაღალია და განპირობებულია არასტაბილური მიწოდებით,…

თბილისის მეტროს მემანქანის საშუალო თვიური სარგო 3 434 ლარს შეადგენს

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივლისის პერიოდში, თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრთა გადაყვანას 226 მემანქანე ახორციელებდა - თბილისის მერია მერიის ცნობით, შვიდ თვეში 226 მემანქანემ ჯამში, 5 432 423 ლარის თანამდებობრივი სარგო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!