დღის სიახლეებიRSS კატეგორია

7-9 ივლისს თბილისი რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს

0
გაზიარება

7-9 ივლისს თბილისი რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:

• 7 ივლისი – 5 გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული

• 8 ივლისი – მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი
• 9 ივლისი – მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი საოცარი

ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი

წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტო გამოფენა სახელწოდებით „როგორ მესმოდა…“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.

19:30 სთ-დან დარბაზში „ჯაზსინემა“ მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება, მაყურებელი ასევე იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.

21:00 სთ-დან მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.
23:00 სთ-დან სივრცეში „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე, მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარსდგებიან.
ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას.

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება.

ჯაზფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი, ოფიციალური სპონსორი – ვიზა

ფესტივალის მხარდამჭერები – კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია

მასპინძელი რესტორნები: “შავი ლომი”, „ნინიას ბაღი“ და „ლადონინა“

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, სააგენტოები მარკეტერი და ნეტგაზეთი, სარეკლამო სააგენტო „ალმა“
ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: ბეხშტაინი „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!