საინტერესო სიახლეები

7 ყველაზე ძვირად ღირებული დესერტი მსოფლიოში

0
გაზიარება

ადამიანების დიდ ნაწილს, გემრიელად ჭამის შემდეგ დესერტის დაყოლება წესად აქვს ქცეული. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანებს ტკბილეულის მირთმევის შემდეგ დასრულებულობის განცდა აქვთ და შესაბამისად, კვების დასკვნით ნაწილს მათ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.

გთავაზობთ რამდენიმე ძვირად ღირებულ დესერტს, რომელთა მირთმევაც არც ისე მცირე თანხა დაგიჯდებათ.

1. ამ სპეციალური კერძის ფასი 9,85 მილიონი დოლარია. მარწყვის ეს დესერტი შეიცავს 24-კარატიან ოქროს ფანტელს, ნაღებს, ვანილის ნაყინსა და სხვადასხვა ძვირადღირებულ შამპანურსა და ლიქიორს, რომლებიც კერძს აჯანსაღებენ.

1-1658571643.png

 

2. ეს ნუგბარი რეალურად ხელმისაწვდომია 3 333 33 დოლარად, რომელიც მზადდება ბანანის, სიროფისა და იშვიათი დესერტის ღვინოებისგან. მიზეზი, რის გამოც დესერტი ასეთი სოლიდური თანხა დაჯდა, არის ის, რომ მას მოყვება პირველი კლასის ავიაბილეთი ტანზანიის მთა კილიმანჯაროში; ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება და ნაყინის პარტია, რომელიც დამზადებულია მყინვარის ყინულისგან.

3-1658571732.png

 

3. ინგლისში მდებარე სასტუმროში Lindeth Howe Country House მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული, მარკ გიბერტი 35 000 დოლარის ღირებულების შოკოლადის პუდინგს დაგიმზადებთ. ეს არ არის ჩვეულებრივი პუდინგი. მის შემადგენლობაში შედის საუკეთესო ხარისხის შოკოლადი, რომელიც ჩამოსხმულია ფაბერჟეს კვერცხის ფორმაში. ასევე მასში შეხვდებით შამპანურის ჟელეს. გარედან კი პუდინგი საკვები ოქროს ფოთლებით არის მორთული.

4-1658571982.png

 

4. ნიუ-იორკის რესტორანმა Serendipity 3-მა კიდევ ერთხელ მოიპოვა ადგილი გინესის რეკორდებში მდიდრული დესერტის შექმნით. ეს ძვირადღირებული ტკბილეული მზადდება Serendipity გაყინული ცხელი შოკოლადის მიქსისგან, რომელიც შეიცავს 14 იშვიათ და საიდუმლო კაკაოს, რძეს, ყინულის კუბებს, ათქვეფილ ნაღებსა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტრიუფელის ნამსხვრევებს. იგი ასევე გაჟღენთილია ხუთი გრამი საკვები 23-კარატიანი ოქროთი და მოთავსებულია Baccarat Harcourt-ის ბროლის თასში, რომელიც გაფორმებულია საკვები ოქროთი. დესერტის ფასი 25 000 დოლარია.

5-1658572052.png

 

5. Bloomsbury cupcake-ის დამფუძნებელმა შაფინა იუსუფ ალიმ მოახერხა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კექსი დაამზადა. მის შემადგენლობაშია: უგემრიელესი იტალიური შოკოლადი და უგანდური ვანილის წიპწები, ოქროს ფანტელები, ხოლო მარწყვი ოქროშია ამოვლებული.

6-1658572130.png

 

6. რესტორნის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადაც ხშირად ხვდებიან მდიდარი და ცნობილი პიროვნებები, Serendipity 3-მა ნიუ-იორკში თავისი მდიდრული და უნიკალური დესერტი წარმოადგინა, რომელიც 1 000 დოლარი ღირს. ნაყინი დაფარულია 23 კარატიანი საკვები ოქროს ფოთლით, რომელიც გაჟღენთილია მადაგასკარის ვანილის მარცვლებით და იშვიათი შოკოლადით. დესერტს ამშვენებს დაშაქრული ხილი, ოქროთი დაფარული ნუში, შოკოლადის ტრიუფელი და მარციპანის ალუბალი.

7-1658572212.png

 

7. ეს იშვიათი ფრანგული ტრიუფელია, რომელსაც 70% შავი შოკოლადი აქვს, ასევე ნაღები, შაქარი, ტრიუფელის ზეთი და ვანილი. ის ოქროს ყუთით არის წარმოდგენილი და 250 დოლარი ღირს. თუკი დესერტს მოსამზადებლად შეუკვეთავთ, 14 დღე მოგიწევთ ლოდინი, ხოლო შენახვის ვადა 7 დღე აქვს.

8-1658572334.png

სტატიის ავტორი : ეკა დარჩიაშვილი 

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია ლუქს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი-Raimond Residence

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა თვალის კლინიკა – “ახალ მზერას” უმასპინძლა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გამართება, რომელსაც 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

SGBA-ს ბიზნეს სამიტი 15 ოქტომბერს – როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები გაყიდვებში – ნანა აბურჯანიძე

15 ოქტომბერს SGBA-ს ორგანიზებით სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება საინტერესო და…

SGBA-ს ბიზნეს სამიტი თვალის კლინიკას – “ახალ მზერას” უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც 400 დელეგატი დაესწრება. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!