საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებისიახლეები

7 მაისს ქუთაისში თიბისის რეგიონალური ბიზნესფორუმი გაიმართება

0
გაზიარება

როგორც ცნობილია, 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ქუთაისში თიბისის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე შეიკრიბება, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები, ასევე დაინტერესებული პირები თბილისიდან.

„ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი კი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეორე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდება.

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე.

ფორუმის დასაწყისში მაკრო-ეკონომიკურ მიმოხილვას გააკეთებს თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია, ხოლო ფორუმის მეორე ნაწილში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს საინტერესო მასტერკლასი ელოდებათ შეფ ლუკა ნაჭყებიასგან. ასევე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ დავით მაყაშვილის, მარიამ ქოიავას, დავით პაპიაშვილის, შოთა ჩინჩალაძის და გიორგი პოპიაშვილის სესიებს“, – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

პირველი რეგიონული ბიზნესფორუმი, რომელიც 2022 წელს თიბისიმ ჩაატარა, გორში გაიმართა. შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ქართულ ბაზარზე ფისტა 1 000%-იანი ფასნამატით იყიდება

2023 წლის 4 თვეში საქართველოში ახალი და ხმელი ფისტის იმპორტი 3.3-ჯერ გაიზარდა.საქართველომ 883.6 ათასი აშშ დოლარის 523 ტონა ფისტა იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 261.7 ათასი დოლარის 259.4 ტონა თხილეული. წელს 1 კგ…

დღეიდან A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეუძლიათ

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, დღეიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყო A კატეგორიის…

დღეიდან პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

60 წელს გადაცილებული პირებისთვის შექმნილ პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ კერძო ობიექტები - „არენა“ და „ოლიმპიკი“ ემატება, რომელთა სარგებლობასაც პროგრამაში ჩართულ პირებს მერია სრულად დაუფინანსდებათ - ამის შესახებ…

გმირთა მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კვლავ იგეგმება. კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს. პროექტს ახორციელებს შპს…

1 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,5972 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0053 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 7733 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!