დიზაინიგანათლებადღის სიახლეებიპროფესიული განათლებასიახლეებიტექნოლოგიები

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო გრაფიკული დიზაინი პროფესიად

0
გაზიარება

კოვიდ 19-მა სამყარო ააჩქარა, ციფრულ სიხშირეზე გადართო, ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, გვასწავლა SLACK-ი, ZOOM-ი, ნამდვილი შეხვედრები GOOGLE MEET-ით ჩაანაცვლა. სიმართლე კი ისაა, რომ ჩვენ აქეთ ისედაც მივდიოდით, ვირუსმა უბრალოდ დააჭირა ღილაკს „აჩქარება“ და  ვირტუალური ჩარჩოების უსაზღვრო შესაძლებლობებში მოგვაქცია.

ცხადია, ამან უდიდესი გავლენა მოახდინა ბიზნესზე – ახლა კომპანიები ციფრული სამყაროსკენ მიემართებიან. ამ სამყაროში კი მათ ისე არაფერი სჭირდებათ, როგორც დახვეწილი ვიზუალი, რითაც თავს მომხმარებელს წარუდგენენ. 

რატომ ვიზუალი? ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება ხომ მისი ვიზუალით გვექმნება. იგივეა კომპანიებთან დაკავშირებითაც – ციფრულ სამყაროში მოასპარეზე კომპანიებისთვის მიმზიდველი დიზაინის შექმნა უპირველესი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, გრაფიკული დიზაინის შექმნაში ისინი ათასობით დოლარს ხარჯავენ.

დიზაინერები იყენებენ ტიპოგრაფიას, ფოტოსურათებს, ილუსტრაციებსა და გრაფიკულ ელემენტებს იმ შეტყობინებების საილუსტრაციოდ, რომლებიც პოტენციურ მომხმარებელთა ყურადღებას მიიპყრობს, დააფიქრებს, მის მეხსიერებაში დალექავს და შესაძლოა, კლიენტადაც კი აქციოს. 

მიზეზები იმისა, თუ რატომ უნდა დაუკავშირო კარიერა ამ საქმიანობას ძალიან ბევრია. 

აქ მხოლოდ 7 მათგანს გაგიზიარებთ:

1. მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადია 

ალბათ, უკვე მიხვდი, რომ ჩვენს დროში, ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის ყველა კომპანიის კარი ღიაა. თანაც სოლიდურ თანხას იღებენ.

2. ფულს კრეატიულობისთვის გადაგიხდიან 

გრაფიკული დიზაინერის საქმიანობის საფუძველი მისი შემოქმედებითი სულისკვეთებაა. დიზაინერები ყოველდღიურად ათასგვარი გამოწვევის წინაშე აყენებენ საკუთარ თავს, უწევთ კრეატიული პასუხების პოვნა ისეთ ამოცანაზე, როგორიცაა კომპანიის გზავნილის თარგმნა ფერებად, ფორმებად და სიმბოლოებად. 

3. შეგიძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმუშაო

Adobe Illustrator-ის კარგად ცოდნა, ლეპტოპი და საქმის სიყვარული – ეს ყველაფერია იმისთვის, რომ დისტანციურად დასაქმება შეძლო. 

4. შეგიძლია, იყო საკუთარი თავის უფროსი 

გრაფიკული დიზაინერების ნაწილი ფრილანსერად მუშაობს და ერთდროულად რამდენიმე კომპნიასთან თანამშრომლობს. ისინი დროის მენეჯმენტზე თავად არიან პასუხისმგებელნი, თვითონ საზღვრავენ როდის დაისვენონ და როდის რომელ პროექტზე იმუშაონ… ეს მათ მეტ თავისუფლებას აძლევს. 

ხშირად კი, გრაფიკული დიზაინერები თავადვე აფუძნებენ ციფრულ სააგენტოებს.

5. მრავალფეროვნება

სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობა არარუტინულია. გრაფიკული დიზაინერისთვის 2 დღეც კი არ არის ერთნაირი. ამ საქმეში ვერასდროს მოიწყენ.

6.  გავლენა ხალხზე

გრაფიკული დიზაინი ხელოვნებაა. მართალია, კომერციული მიზნები აქვს, მაგრამ ის მაინც მოქმედებს საზოგადოების გრძნობებზე. შთამბეჭდავია, როცა შენი ნამუშევრები ხალხზე გავლენას ახდენს და მათში ემოციას აღძრავს. 

7.  Მუშაობა და გართობა

ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ტოვებს განცდას, რომ ეს უფრო გართობაა, ვიდრე მუშაობა… სინამდვილეში, ორივე ერთადაა…

თუ თვლი, რომ ეს პროფესია შენთვის საინტერესო იქნება, კარგი ამბავი გვაქვს – სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსზე მიღება უკვე დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!