ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მედია ჰოლდინგ “ბიზნეს მედია მენეჯმენტის” ინიციატივით ახალი – წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია მაია ტატულაშვილმა დააფუძნა.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციასთან პარტნიორობით კომპანიები შეძლებენ განავითარონ საკუთარი ბიზნესი სხვადასხვა მიმართულებით და გაზარდონ არა მხოლოდ ბრენდის პოპულარობა, არამედ წარმატებას მიაღწიონ მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. ასოციაცია იზრუნებს კომპანიების მუდმივ განვითარებაზე უფასო სემინარებისა და კონფერენციების საშუალებით.
ასოციაციის შეთავაზება საკმაოდ კომპლექსურია და კომპანიებს მედია მხარდაჭერას, სატელევიზიო ინტერვიუებსა და სტატიებს სთავაზობს, რომლებიც ბიზნესის საიტზე განთავსდება. ასოციაცია კომპანიებს პროდუქციის/მომსახურების გაყიდვების ზრდაშიც დაეხმარება, რისთვისაც არსებობს გაყიდვების პლატფორმა, სადაც წევრი კომპანიები განათავსებენ მათ პროდუქციას/მომსახურებას. გარდა ამისა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია, როგორც შუამავალი რგოლი, კომპანიებს კორპორატიული გაყიდვების წარმოებაში ეხმარება.
კომპანიის ერთ-ერთი ახალი პროექტი ფასდაკლების ბარათების სისტემაა, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიის წარმომადგენლები ისარგებლებენ წევრი კომპანიების პროდუქციით ან მომსახურებით, სპეციალურ ფასად.
ასოციაცია ამ ეტაპზე 100ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ და წარმოადგენენ ყველა სფეროს.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა სფეროს წარმომადგენელი ბიზნესები, საქართველოს ყველა რეგიონში.