წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციასა და ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მთავარ ამოცანას მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების ერთ სივრცეში გაერთიანებას წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიების ცნობადობის გაზრდას და ერთმანეთთან კომუნიკაციის მარტივად დამყარებას.
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდის მთავარი მიზანია სტომატოლოგიური კლინიკები არსებულ კანონმდებლობას, რეგულაციებს მოერგოს და თითოეული მოქალაქისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისის მიღება ხელმისაწვდომი გახდეს.
ასოციაციის შეთავაზება საკმაოდ კომპლექსურია და კომპანიებს მედია მხარდაჭერას, სატელევიზიო ინტერვიუებსა და სტატიებს სთავაზობს, რომლებიც ბიზნესის საიტზე განთავსდება.
ასოციაცია კომპანიებს პროდუქციის/მომსახურების გაყიდვების ზრდაშიც დაეხმარება, რისთვისაც არსებობს გაყიდვების პლატფორმა, სადაც წევრი კომპანიები განათავსებენ მათ პროდუქციას/მომსახურებას. გარდა ამისა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია, როგორც შუამავალი რგოლი, კომპანიებს კორპორატიული გაყიდვების წარმოებაში ეხმარება. წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციასა უკვე 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს.