ბიზნესიდღის სიახლეებიმარკეტინგი და გაყიდვებიპარტნირები

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციასა და ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგას შორის მემორანდუმი გაფორმდა

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციასა და ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

წარმატებული ქართული  ბიზნესის ასოციაციის მთავარ ამოცანას მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების ერთ სივრცეში გაერთიანებას წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიების ცნობადობის გაზრდას და ერთმანეთთან კომუნიკაციის მარტივად დამყარებას.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდის მთავარი მიზანია სტომატოლოგიური კლინიკები არსებულ კანონმდებლობას, რეგულაციებს მოერგოს და თითოეული მოქალაქისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო  სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისის მიღება ხელმისაწვდომი გახდეს.

ასოციაციის შეთავაზება საკმაოდ კომპლექსურია და კომპანიებს მედია მხარდაჭერას, სატელევიზიო ინტერვიუებსა და სტატიებს სთავაზობს, რომლებიც ბიზნესის საიტზე განთავსდება.

ასოციაცია კომპანიებს  პროდუქციის/მომსახურების  გაყიდვების ზრდაშიც დაეხმარება, რისთვისაც არსებობს გაყიდვების პლატფორმა, სადაც წევრი კომპანიები განათავსებენ მათ პროდუქციას/მომსახურებას. გარდა ამისა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია, როგორც შუამავალი რგოლი, კომპანიებს  კორპორატიული გაყიდვების წარმოებაში ეხმარება. წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციასა უკვე 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!