ბოლო სამ წელში, სერთიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობისთვის 58 პირი დაჯარიმდა, ჯამში სანქციებმა 34 000 ლარი შეადგინა.
2020 წელს სახელმწიფო სერთიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობისთვის 16 პირი 14 000 ლარით დაჯარიმდა, 2021 წელს 31 პირი 16 000 ლარით, ხოლო 2022 წელს 11 პირისთვის გამოწერილმა ჯარიმამ 4 000 ლარი შეადგინა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ 1000 ლარით დააჯარიმა 1 სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სამედიცინო საქმიანობას ნაბართვის გარეშე ახორციელებდა.