დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ბრჭყვიალა ღვინო – Istoria-Wine

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ბრჭყვიალა ღვინო – Istoria-Wine

               „ისტორია ვაინ” – ბრჭყვიალა სასმელის ხელოვნება

 „წარმოვიდგინეთ ყველაზე წარმოუდგენელი: ბრჭყვიალა სასმელი და ვთქვით, რატომაც არა?” – სწორედ აქედან იწყება „ისტორია ვაინი“-ს შექმნის ისტორია. ნათია მამალაშვილის და ანა კამინსკენეს ინოვაციურმა იდეამ სრული ფურორი მოახდინა. ერთი შეხედვით ბრჭყვიალა სასმელი წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა „ისტორია ვაინმა“-წარმოუდგენელის წარმოდგენა უპირობოდ შეძლო და კრიტიკოსების გაოცებაც გამოიწვია.

„ძალიან სწრაფად და დაუღალავად დავიწყეთ მოკვლევა, როგორ შეგვეძლო იმის რეალობად ქცევა, რაც ჩვენს წარმოსახვაში უკვე შექმნილი პროდუქტი იყო. ვკითხულობდით, ვსწავლობდით და უამრავ მეღვინესა და ტექნოლოგს ვეკითხებოდით რჩევებს, თუ როგორ შეგვექმნა მსგავსი ვიზუალის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი. საბოლოო ჯამში მივიღეთ ღვინის ბაზაზე დამზადებული, ნახევრად ტკბილი ღვინისეული ალკოჰოლური სასმელი – „ისტორია ვაინი“. პროდუქტის შექმნა, რომელიც სრულიად ახალია ყველა ადამიანისთვის, ყოველთვის მოითხოვს გამბედაობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა გამოირჩევა განსაკუთრებული სიყვარულით ვაზისა და ღვინისადმი. ჩვენ კი სწორედ მისი სახეცვლილი ვერსიის შეთავაზება გადავწყვიტეთ მომხმარებლებისთვის, რომელიც დღემდე არის კრიტიკის საგანი, თუმცა გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ახერხებს მომხმარებლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას,რომ სასმელი სრულიად უვნებელია და შედეგად კრიტიკის საპირწონედ, აღფრთოვანება, მოწონება და ნდობა დავიმსახურეთ ადამიანების უდიდესი ნაწილისგან“- ნათია მამალაშვილი

„მთავარი შთაგონების წყარო მომხმარებლები არიან – ადამიანები, რომლებიც სწორედ “ისტორია ვაინს” ანდობენ ცხოვრების უმნიშვენლოვანესი მომენტების გაფერადებასა და აბრჭყვიალებას. ეს ყოველივე, რაღა თქმა უნდა ანტრეპრენერების დამსახურებაა, ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ყველა სტერეოტიპის მსხვრევა, სამყაროს უამრავ ფერში დანახვა და შესაძლებლობების დაუღალავი ძიება“- ანა კამინსკენე

“ისტორია ვაინის” გეგმები შორსმიმავალია, ცოტა ხნის წინ კომპანია საზოგადოების წინაშე ახალი პროდუქტით-“ისტორია ლუქსი” წარსდგა. ეს არის თეთრი,მშრალი ღვინო, რომელშიც ნამდვილი, 24 კარატიანი ოქროს ფირფიტები შეგხვდებათ. ოქრო როგორც საკვები დანამატი საუკუნეების მანძილზე არსებობს უამრავ ქვეყანაში და ითვლება დელიკატესად.

“ისტორია ვაინის” დამფუძნებლების თქმით, წარმატებისთვის მთავარია: საკუთარი თავის რწმენა-წარმოუდგენელი ოცნებები ყველაზე რეალური და ხელშესახებია,მთავარია გჯეროდეთ და ნათლად ხედავდეთ იმას,რაც მთელი გულით გსურთ

საკონტაქტო ინფორმაცია :

557 53 31 79

[email protected]

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!