კარავი ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთია. პირადი სივრცის შექმნა ყველა პატარასთვის აუცილებელი და სასიამოვნოა, სადაც განმარტოებას თუ მეგობრებთან ერთად თამაშს შეძლებენ და სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან. საბავშვო ბრენდი „კარაველა“ კი ზრუნავს ბავშვებისთვის მრავალფეროვანი კარვების შექმნაზე. თითოეული პროდუქცია, რომელსაც „კარაველა“ აწარმოებს გამორჩეულია ხარისხით, რადგან დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან.
კარვები ბამბის ნატურალური ქსოვილის გარდა მზადდება ტილოს ქსოვილითაც. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში არ არის ქსოვილების დიდი არჩევანი, თუმცა „კარაველამ“ პრობლემის აღმოფხვრა ინდივიდუალური დიზაინით მოახერხა.
საბავშვო ბრენდის დამფუძნებელმა ბარბარე გალდავამ ტილოს ქსოვილების მოხატვა გადაწყვიტა, რათა ბავშვებისთვის კიდევ უფრო მეტი ფერები და სილაღე ეჩუქებინა. საღებავები, როგორც ყველა სხვა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და ბავშვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ბარბარე ტილოს ქსოვილებს, რომელიც ძირითადად სადა ფერებშია, გრაფიკული ელემენტებით ამრავალფეროვნებს, რაც თითოეულ კარავს ხდის უნიკალურს. კარვების უნიკალურობა განპირობებულია ნახატებით, რომლებიც ინდივიდუალურად ხელით იხატება და შესაბამისად ნახატები არ მეორდება.