RSS კატეგორიადღის სიახლეებიპარტნირებისიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

0
გაზიარება
ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს.
პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს ერგო, შესაბამისად სახელი „ბადიშიც“ აქედან მოდის, რომელიც გურულად შვილიშვილს ნიშნავს.
„ბადიშის“ დამფუძნებელი, გიორგი ჩხაიძე GeoBusinessNews.com-თან სტიპენდიით შექმნილი კომპანიის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.  დამფუძნებლის თქმით, ბადიშის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გურული გემოების პოპულარიზება და ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობაა
“როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი და სახლში მიმთავრდებოდა ბებოს გაკეთებული და გამოგზავნილი გურული სუნელი, ტყემლები და აჯიკები, ისეთი გემრიელი და ხარისხის პროდუქტი ბაზარზე არ მხვდებოდა, გურული სუნელი კი საერთოდ არ იყო ქსელურ სუპერმარკეტებში. სწორედ ამ მიზნით შევქმენი “ბადიში”, რაც კუთხურად შვილიშვილს ნიშნავს, რითაც ამ რეცეპტების მატარებელი და შვილიშვილი ვარ.
ჩემი საქმიანობა თავდაპირცელად სტუდენტობის დროს დავიწყე. სტიპენდიის ფულით, ძალიან მცირედ და შემდეგ სირთულეების მიუხედავად, მივყევი საქმეს და შესაბამისად უფრო გავფართოვდით, გაგვიცნო ბევრად დიდმა მოხმარებლებმა, მოვიპოვეთ სხვადასხვა გრანტები და სხვადასხვა აქსელაციების გამარჯვებულებიც გავხდით. ვაწარმოებთ ჯანსაღ პროდუქციას ადგილობრივი ენდემური ჯიშის კულტურებით დანამატებისა და შაქრების გარეშე, “ბადიში”-ს პროდუქცია ძირითადად წარმოდგენილია, გუდვილის და წერტის ქსელებში.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გურული გასტრო კულტურის პოპულარიზაცია, სამწუხაროდ გურული გემოები არ არის ცნობილი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ისტორია და საოცარი გემოები აქვს ჩვენებურ კერძებს. ვფიქრობ სწორედ ბადიშის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გურული გემოების პოპულარიზება და ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობაა ” – გიორგი ჩხაიძე, „ბადიშის“ დამფუძნებელი
კომპანია ბადიში წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის წევრი კომპანიაა

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!