ბიზნესიესთეტიკაპარტნირები

ELMA ნოემბერს ფასდაკლებების თვედ აცხადებს

0
გაზიარება

კომპანია ELMA 2020 წლიდან ზრუნავს მომხმარებელზე და ანებივრებს უამრავი შეთავაზებით, ფასდაკლებებით და სიახლეებით.

კომპანია ELMA ქალისა და მამაკაცის ხაზის მიმართულებით 100-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და თითოეული გამოირჩევა დახვეწილობითა და სურნელით. სახის მოვლა, თმის მოვლა, ტანის მოვლა, მამაკაცის წვერის მოვლა, 100%-ით ნატურალური აქსესუარები, სასაჩუქრე ბოქსები… – ელმას პროდუქციის მცირე ჩამონათვალი, რომელიც მორგებულია ყველა ტიპის ადამიანზე.

აღსანიშნავია, რომ ELMA მუშაობს კორპორატიულ შეთავაზებებზეც კომპანიებისთვის, სპეციალური ფასებითა და ფასდაკლებით. ცალკეული პროდუქციის ფასი მერყეობს 3-დან 40-50 ლარამდე, ნაკრებების ფასი 50-დან 250 ლარამდე და მეტი.

როგორც „ELMA”-ს დამფუძნებელი მაკო მახარობლიძე ამბობს კომპანიამ ნოემბრის თვე ოფიციალურად გამოაცხადა ფასდაკლებების თვედ :

„ამ ეტაპზე გვაქვს მიმდინარე ფასდაკლება 1+1 შერჩეულ პროდუქციაზე, ასევე -30% ფასდაკლება სასაჩუქრე ნაკრებებზე და + საჩუქრები. ნოემბრის თვე ოფიციალურად გამოვაცხადეთ ფასდაკლებების თვედ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეთავაზება 100%-ით მორგებული და მისაღები იყოს მომხმარებლისთვის. ვითვალისწინებთ მათ გემოვნებას, ვთავაზობთ ვარიანტებს და ერთობლივად ვქმნით ნაკრებს, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღებია და ადრესატი ყოველთვის რჩება კმაყოფილი. ეს ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია.   მომხმარებლები მათ შეფასებებს და ემოციებს გვიზიარებენ ხოლმე რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  „

ELMA-მ დაიწყო ახალი კამპანია „მე ვყიდულობ ქართულს“, რაც პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ პროდუქციას.

ასევე, კომპანია ELMA-სგან გელოდებათ გრანდიოზული ფასდაკლება და სიახლეები დეკემბრის ბოლოს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსით შთაგონებული პროდუქციით

ონლაინ და რეალურ მაღაზიაშიც შეხვდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა: ტელესკოპები, პლანეტების სანათები, პროექტორები, ჭაღები, საბავშვო სათამაშოები, სასკოლო ნივთები, დეკორატიული სადგამები, აქსესუარები და სხვ. ორიგინალური პროდუქციის…

ANOVA – კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ბაზრის კვლევების, ასევე, სოციალური კვლევის მიმართულებით

თანამედროვე სამყაროში, სადაც წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება კაპიტალის ბაზარი, ბიზნეს სექტორი და მასთან ასოცირებული სფეროები, სულ უფრო მეტად გადამწყვეტი და ფუნდამენტური მნიშვნელობის ხდება მონაცემებზე დაფუძნებული…

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  5 ივლისს  Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!