საქართველოში პური სხვადასხვა ტიპის საფუარისგან მზადდება,თუმცა მათი ნაწილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არც ისე სასარგებლოა.
ღვინის საფუარი – როგორც „დავიწყებული წამალი“ – გააცოცხლა კომპანიამ „მზეთამზემ“ და ახალი პურის „საკურნელას“ წარმოება დაიწყო.პირდაპირ ყანიდან მოტანილი ქართული ხორბლის ფქვილისგან, ტექნიკის მინიმალური და ადამიანის მაქსიმალური ჩართულობით ცხვება, თუმცა ამჯერად ფქვილის, ე. წ. დედა საფუარის ნაცვლად იყენებენ ღვინის საფუარს, რომელიც პურში ნაკლები მჟავიანობით ხასიათდება და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ უწოდეს „ახალ პურს“ საკურნელა – ანუ საკურნებელი, სასარგებლო პური.
ღვინის საფუარი უვნებელია მაჭრობისას და ლექში გადასვლისას. ამ დროს „აძინებენ“ საფუარს და მხოლოდ ერთხელ „აღვიძებენ“ – პურის გამოსაცხობად. მისგან დედას არ ტოვებენ, ისე აცხობენ პურს – ყოველ პურის გამოცხობაზე ახალი წილი საფუარისა უნდა “გამოაღვიძო”. სწორედ ამიტომ არის ღვინის საფუარი ყველაზე უსაფრთხო და უფრო მეტიც – სასარგებლო.
თერმოფილური საფუარი საშიშია იმიტომ, რომ როგორც ყველა ცოცხალი საფუარი აგროვებს პანტოტენის მჯავას (B5 ვიტამინი). თუ ცოცხალი საფუარი მოხვდა ორგანიზმში, ის ართმევს ორგანიზმს ამ ყველგან საჭირო უმნიშვნელოვან ვიტამინს. განსაკუთრებით უჭირს ხოლმე ლიმფურ ჯირკვლებს. ლიმფური სისტემა მიკრობების ფილტრია, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც ორგანიზმს უჩნდება დიაბეტის, სიმსივნის თუ სხვა დაავადებების საფრთხე.
ღვინის საფუარის დამზადების წესი:მაჭარი ან ღვინის ლექი ერთი ერთზე გადაზილე სიმინდის ფქვილში რაც შეიძლება მშრალად.1-2 სანტიმეტრიან ფენად გააბრტყელეთ ხის დაფაზე რომელიმე ფორმით, მაგალითად ჭიქით, ამოჭერი ამ გაბრტყელებულ მასაში ფორმები და არ ამოიღო, დატოვე.გააშრე 1-2 კვირა ისეთ ადგილას, სადაც დადის ჰაერი, მაგრამ მზე არ დააჭერს. როცა ბოლომდე გამოშვება, აიღე და შეინახე ქაღალდის ან ხის სათავსოში ისე, რომ მიძინებულ საფუარს სუნთქვის საშუალება ჰქონდეს.ღვინის საფუარზე პურის დამზადების წესი:საღამოს ღვინის საფუარის ნატეხები დაფხვენი რაც შეიძლება წვრილად 1 ს.კ.- მდე. გადაურიე შუშის ან ემალირებულ 1,5- 2 ლ. ჭურჭელში 1 ს.კ. შაქართან.დაამატე 2 ს.კ. ფქვილი და კარგად გადაურიე. დაამატე გადადუღებული თბილი 0,4- 0,5 ლ. წყალი და ურიე ფქვილის გაზავებამდე.დილამდე მოათავსე სითბოში. უნდა გაჩნდეს დამახასიათებელი სუნი და ბუშტუკები.დაუმატე 2-3 ს.კ. ფქვილი და კარგად გადაურიე ფქვილის გაზავებამდე.ცომი მოათავსე სითბოში კიდევ 1,5- 2 ს.ამით მოზილე 900- 1100 გრ. ფქვილი. ზილე მანამ, სანამ ცომი გეწებება ხელებზე.მოათავსე ცომი სითბოში 1,5- 2 ს.გადაზილე ცომი. გაყავი და მოათავსე ფორმებში.ცომმა უნდა დიაკავოს ფორმის ნახევარი სივრცე. მოათავსე სითბოში 1,5- 2 ს.როცა გაფუებული ცომი შეავსებს სრულად ფორმას, გამოაცხვე 45 წ. 180 °C- ზე.