ქსეომინი – კომპლექსური ცილებისგან გაწმენდილი ბოტულინის ტოქსინი ტიპი A, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატია.ქსეომინის ინექცია ანესთეზიას არ საჭიროებს და პროცედურის შემდეგ კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს. მისი გამოყენება შესაძლებელია შუბლის, თვალისა და წარბებს შორის ზონაზე 18 წლიდან,თუმცა მიზანშეწონილია 30 წლის შემდეგ.
ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი რეზიდენტი დერმატო-ვენეროლოგი , ინექციონისტი, ინექციური კოსმეტოლოგიის ტრენერი, მარიამი მერკვილაძე Geobusinessnews-ge-სთან ქსეომინის შესახებ, მის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე საუბრობს
„პრეპარატი ინექციის გზით შეგვყავს მიმიკურ კუნთებში ინექციის შედეგად იბლოკება ნერვული იმპულსის გადაცემა, რომელიც პასუხისმგებელია მიმიკური კუნთის მოძრაობაზე. სახელწოდება “ბოტოქსი” სამ პრეპარატს გულისხმობს: A ტიპის ბოტულოტოქსინს, ქსეომინსა და დისპორტს. ერთმანეთისგან ისინი მხოლოდ ცილოვანი დანამატებით განსხვავდება და სამივე პრეპარატი ეფექტურია. არჩევანი ექიმსა და ცალკეულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. სამივე პრეპარატი არის სრულიად უსაფრთხო და სწორად გაკეთების შემთხვევაში , არანაირ გართულებას არ წარმოადგენს. ქსეომინი, დისპორტისა და ბოტოქსისგან განსხვავებით არის კომპლექსური ცილებისგან გაწმენდილი ბოტულინის ტოქსინი ტიპი A. ის ერთადერთი ბოტულინის ტოქსინია მსოფლიოში , რომელმაც ტრანსფორმაცია განიცადა და სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით არა კომპლექსური, არამედ მონოკომპონენტური ცილაა. ქსეომინს არ აქვს დიფუზური მოქმედება, არ ცვლის სახის მიმიკას, მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ინდივიდუალიზმი და ბუნებრივობა“- მარიამი მერკვილაძე
ქსეომინი მოქმედებას პროცედურიდან 48 საათში იწყებს, სრული შედეგი კი დგება 14 დღეში, საშუალოდ ეფექტი კი 3 თვიდან 6 თვემდე ნარჩუნდება.