„ევროპულსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციითშვედეთის ქალაქი შელეფტეო შშმ პირებისთვის ყველაზე მოსახერხებელ ევროპულ ქალაქად აღიარეს და ევროკავშირის ყოველწლიური მთავარი პრემიის, Access City Award-ის პრიზის მფლობელი გახდა.
მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ქალაქში SMS-სერვისი მოქმედებს, რომელიც საგზაო სამუშაოებსა და ქალაქში არსებულ სხვა პოტენციურ დაბრკოლებებზე მათ ინფორმაციას აწვდის,ასევე ქალაქის ცენტრალური პარკი და მიმდებარე სანაპირო აღჭურვილია ტაქტილური, ანუ შეხებითი ნიშნებითა და რუქებით, დასაჯდომი ადგილებითა და შშმ პირების ეტლისთვის განკუთვნილი ლიფტებით.
შელეფტეოში ტარდება სპეციალურ ტრენინგები ინტელექტუალური შესაძლებლობებით შეზღუდული ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მუშაობის მეთოდებს აცნობენ. ეს შშმ პირებს დამოუკიდებელი ზრდასრული ცხოვრების წარმართვაში ეხმარება.
მეორე და მესამე ადგილების მფლობელები ესპანეთის ქალაქ კორდოვასა და სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანა გახდა.
Access City Award-ის წინა წლის გამარჯვებული ლუქსემბურგი იყო.