2019 წელს შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი დაარსდა, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდს წარმოადგენს და პარტნიორებს ჯანმრთელობის, შრომის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მრავალპროფილურ მომსახურებას ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე სთავაზობს.
„დაარსების დღიდან კომპანია ზრუნავს დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე, რადგან ყველა დასაქმებულს აქვს უფლება ჰქონდეს უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობები. როდესაც ჩვენ ვიწყებთ შრომის უსაფრთხოების კუთხით კომპანიებთან თანამშრომლობას, თავდაპირველად ხდება თითოეული დასაქმებულის ცნობიერების ამაღლება, ყოველდღიური კომუნიკაციის საშუალებით კი ვცდილობთ, რომ მათი სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები მაქსიმალურად დეტალურად გავაცნოთ, რათა მოსალოდნელი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ ან მისი მინიმალიზაცია მოვახდინოთ და შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. 2018 წლიდან დღემდე შრომის ინსპექციის ჩართულობით ინციდენტების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ადგილზე ინციდენტები არ ხდება. როდესაც დამსაქმებელი ასრულების შრომის უსაფრთხოების გეგმას და მითითებებს, ინციდენტების ალბათობა მინიმალიზირებულია, რაც კარგია როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებელისთვის“- ალექსანდრე კორკოტაძე – შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფის მიერ თავდაპირველად ხდება სამუშაო გარემოს დათვალიერება, შეფასება, ყველა არსებული რისკის გამოვლენა, მაკონტროლებელი ღონისძიებების შეთანხმება დამსაქმებელთან, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შრომის უსაფრთხოების შინაგანა წესი და გეგმა.შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი მიზნად ისახავს, პარტნიორ კომპანიებში ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკის შექმნას.