დღის სიახლეებიპარტნირებირეპორტაჟებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიტრენინგ ცენტრები

SMG – ყველა დასაქმებულს აქვს უფლება ჰქონდეს უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობები

0
გაზიარება

2019 წელს შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი დაარსდა, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდს წარმოადგენს და პარტნიორებს ჯანმრთელობის, შრომის, უსაფრთხოებისა და  გარემოს დაცვის მრავალპროფილურ მომსახურებას ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე სთავაზობს.

დაარსების დღიდან კომპანია ზრუნავს დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე, რადგან ყველა დასაქმებულს აქვს უფლება ჰქონდეს უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობები. როდესაც ჩვენ ვიწყებთ შრომის უსაფრთხოების კუთხით კომპანიებთან თანამშრომლობას, თავდაპირველად ხდება თითოეული დასაქმებულის ცნობიერების ამაღლება, ყოველდღიური კომუნიკაციის საშუალებით კი ვცდილობთ, რომ მათი სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები მაქსიმალურად დეტალურად გავაცნოთ, რათა მოსალოდნელი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ ან მისი მინიმალიზაცია მოვახდინოთ და შევუქმნათ უსაფრთხო გარემო.         2018 წლიდან დღემდე შრომის ინსპექციის ჩართულობით ინციდენტების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ადგილზე ინციდენტები არ ხდება. როდესაც დამსაქმებელი ასრულების შრომის უსაფრთხოების გეგმას და მითითებებს, ინციდენტების ალბათობა მინიმალიზირებულია, რაც კარგია როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებელისთვის“- ალექსანდრე კორკოტაძე – შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფის მიერ თავდაპირველად ხდება სამუშაო გარემოს  დათვალიერება, შეფასება, ყველა არსებული რისკის გამოვლენა, მაკონტროლებელი ღონისძიებების შეთანხმება დამსაქმებელთან, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შრომის უსაფრთხოების შინაგანა წესი და გეგმა.შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის  ჯგუფი მიზნად ისახავს, პარტნიორ კომპანიებში ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკის შექმნას.

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა

2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი…

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!