დღის სიახლეებიტექნოლოგიებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

Facebook-სა და Instagram-ზე ვერიფიკაციის ნიშნის ყიდვის ფუნქცია ამოქმედდება

0
გაზიარება

კორპორაცია Meta მის სოციალურ ქსელებში Facebook და Instagram ფასიანი ვერიფიკაციის ფუნქციის ტესტირებას დაიწყებს. ამის შესახებ The Verge-ი Meta-ს ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ამ კვირაში Meta Verified-ის დანერგვას ვიწყებთ – ეს სერვისი შესაძლებლობას მოგცემთ დაადასტუროთ თქვენი ანგარიში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, მიიღოთ ლურჯი ნიშანი და დამატებით დაცვა იმ ანგარიშებისგან, რომლებიც ცდილობენ თავი თქვენად გაასაღონ“, – დაწერა ცუკერბერგმა Instagram-ზე.

ფასიანი ვერიფიკაცია 18 წელზე უფროსი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი ღირებულება ვებგვერდზე შეძენის შემთხვევაში თვეში 11,99 დოლარი იქნება, აპლიკაციის მეშვეობით შეძენისას კი 14,99 დოლარი. ამ კვირაში ფუნქცია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ამოქმედდება, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში.

Meta Verified იმ ფასიან ვერიფიკაციას ჰგავს, რომელიც 2022 წლის ნოემბერში Twitter-ზე გაჩნდა, მას შემდეგ რაც სოციალური ქსელი ილონ მასკმა იყიდა. Twitter-ზე ვერიფიკაციის ნიშანი 8 დოლარი ღირდა, თუმცა კომპანიამ გაყიდვები მალევე შეაჩერა, რადგან მათი ყიდვა ფეიკ-ანგარიშების მფლობელებმა დაიწყეს. დეკემბერში ფუნქცია ხელახლა ამუშავდა.

The Verge- წერს, რომ Meta-ს მიდგომა უფრო სერიოზულად გამოიყურება, რადგან კორპორაცია მომხმარებლებს ანგარიშის დასადასტურებლად საბუთებს მოსთხოვს (Twitter-ზე ამისთვის მხოლოდ ტელეფონის ნომერი იყო საჭირო) და ფეიკ-ანგარიშებისგან დაცვის დამატებით ზომებს შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!