დღის სიახლეებისიახლეები

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

0
გაზიარება

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა.

ბუიღლიშვილის თქმით ავსტრალიური სადისტრიბუციო კომპანიისაგან შეკვეთა „ჩიკატაიმ“ გასული წლის იანვარში პარიზში აიღო.

„პარიზში Playtime Paris საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გასულ წელს ავსტრალიურმა სადისტრიბუციო კომპანიამ შეგვიკვეთა 550 ერთეული 6 სახეობის სათამაშო 7 სხვადასხვა კოლექციიდან.

სადისტრიბუციო კომპანია მელბურნიდანაა, თუმცა ჩვენი სათამაშოები ავსტრალიის სხვა ქალაქებშიც გადანაწილდება.„ჩიკატაი“ მიმდინარე წლის ზაფხულში იტალიაშიც გაემგზავრება და ექსპორტის შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებს დაასრულებენ.“, – აღნიშნავს „ჩიკატაის“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ქართველ მომხმარებლებს „ჩიკატაის“ ხელნაკეთი სათამაშოების შეძენა მათსავე სახელოსნო-მაღაზიაში, პეტრიაშვილია 5-ში, ასევე ფალიაშვილის 23-ში, კონცეპტუალურ მაღაზია Mon Chou-ში შეუძლია.

სათამაშოების წარმოების სირთულეებზე საუბრისას თამარ ბუიღლიშვილი აღნიშნავს, რომ უცხოური ბაზრიდან სერტიფიცირებული ნედლეულის შემოტანა კომპანიისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„წარმოებაში იმპორტულ ნედლეულს ვიყენებთ. შემოგვაქვს 100%-ით ორგანული, სერტიფიცირებული ბამბის ქსოვილი. ასეთ ხარისხს საქართველოში ვერ ვიყიდით. თუმცა ნედლეულის იმპორტის პროცესი რთულია და ძვირიც.

მცირე ბიზნესებისათვის სახელმწიფო გადასახადები ძალიან მაღალია. ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენი შემოსავლის მეოთხედი გადასახადებში მიდის, რის გამოც კომპანიის შემდგომი განვითარება ფერხდება. ამ კუთხით რამე ინიციატივა თუ იქნება და ხელშეწყობა გვექნება – ძალიან გაგვიხარდება“, – აცხადებს თამარ ბუიღლიშვილი.

მსგავსი სიახლეები

3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა

წელს, 3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა, რაც 56 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველო უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია – IMF

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის…

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!