დღის სიახლეებისიახლეები

22 მაისიდან ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით, QR კოდის გამოყენებითაც იქნება შესაძლებელი

0
გაზიარება

22 მაისიდან მოქალაქეებს ტაქსით მგზავრობისას გადაადგილების საფასურის გადახდა QR კოდის დასკანერებით შეეძლებათ. ინფორმაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერიის მიერ წარმოდგენილი გადახდის ალტერნატიული საშუალებით სარგებლობა ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს შეუძლია.QR კოდი შესაძლებელია მიებას ნებისმიერი ტიპის ანგარიშის ნომერს. კალაძის ინფორმაციით, QR კოდი შეიძლება განთავსდეს სავარძლის უკანა მხარეს.

„როგორც იცით, ტაქსით მგზავრობისას შესაძლებელია მხოლოდ ნაღდი ფულით გადახდა, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ საბანკო ტერმინალები. შესაძლოა, რომ მგზავრს ნაღდი ფული არ ჰქონდეს და ვერ გადაიხადოს.

ასევე, შესაძლოა ტურისტს არ ჰქონდეს ლარი და ვერ გადაიხადოს. ჩვენ კომპანია „ბი ქეი ენ 301 ჯორჯიამ“ შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია. მათ შეიმუშავეს QR კოდები, რომელიც წარმოდგენილი იქნება. აღნიშნული QR კოდი შესაძლებელია მიებას ნებისმიერი ტიპის ანგარიშის ნომერს. ტაქსის მძღოლს შესაძლებლობა აქვს მიიღოს აღნიშნული QR კოდი. ეს შეუძლია მიაბას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს, შეზღუდული არ არის. ტელეფონის ვიდეოკამერით QR კოდს დააფიქსირებ, მიუთითებ გადასახდელ თანხას და მაშინვე აესახება ტაქსის მძღოლს. ტელეფონის ნომერზე მიუვა ინფორმაცია, რომ თანხა დაირიცხა, რაც მგზავრმა გადაადგილებისთვის უნდა გადაიხადოს. ეს QR კოდი შეიძლება განთავსდეს სავარძლის უკანა მხარეს, რათა მოსახერხებელი იყოს. ეს ნებაყოფლობითი იქნება. ვფიქრობ, ბევრი დაინტერესდება QR კოდებით. 22 მაისიდან ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა.

მობრძანდნენ სერვის ცენტრებში და ჩვენი თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას. იქვე მათი თანხმობის შემთხვევაში ამოუბეჭდავენ საკუთარ QR კოდებს, რომელიც შეუძლიათ ავტომობილში განათავსონ“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!