2023 წლის პირველ კვარტალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით 119 ათასამდე ცოფის ამთვისებელი ცხოველია აცრილი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
2022 წელს, ცოფის საწინააღმდეგოდ 298 186 სული ძაღლი და კატა; 12 000 სული სასოფლო-სამეურნეო ცხოველია აცრილი, ხოლო ინფექციის კერებში ვაქცინირებულია 22 335 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი.