„მღვიმეებსა და კანიონებზე შესვლა გაძვირდა – სანამ ტურპაკეტებს ავაწყობთ, მანამდე მაინც გაგვაფრთხილონ,“ – ამის შესახებ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მურაჩაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბილეთის საფასური 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. მათ შორის, პრომეთეს მღვიმეში შესვლის საფასური – 25 ლარი, მარტვილის კანიონზე კი – 20 ლარი გახდა.
„სეზონის დასაწყისში, დღეს გვამცნეს რომ გაძვირდა: პრომეთე, კინჩხა, სათაფლია, ოკაცე, მარტვილის შესასვლელი ბილეთების ღირებულება. ერთხელ მაინც მოიფიქრონ სანამ ტურპაკეტებს ავაწყობთ, მანამდე გაგვაფრთხილონ,“- წერს მურაჩაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.