ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.552 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 21.353 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2023 წლის მარტის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალი 8.473 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 21.694 მლრდ ლარს შეადგენდა.
2023 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
EIB -ს მიმართ ვალი – 1.012 მლრდ დოლარს; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.336 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 2.123 მლრდ დოლარს აჭარბებს.