დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი რეალითი შოუები

0
გაზიარება
  1. კარდაშიან-ჯენერები (The Kardashian-Jenners)- 100 მილიონი დოლარი ერთ სეზონში

კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა თავისი პოპულარობა ძირითადად რეალითი შოუს მეშვეობით მოიპოვა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ ამ გზით დიდძალი ქონება დააგროვეს.

უცნობია, რამდენს იღებს თითოეული წევრი თითო ეპიზოდში, მაგრამ ეს სავარაუდოდ, ასობით მილიონი დოლარია. მაგალითად, 2017 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ Keeping Up with the Kardashians-ის კიდევ სამი სეზონით განახლებისთვის, თითოეულ ოჯახის წევრს 100 მილიონი დოლარი გადაუხადეს. თავად შოუს დებიუტი 2007 წელს შედგა და ჰქონდა 20 სეზონი. ბოლო ეპიზოდი კი 2021 წელს გავიდა. ცოტა ხნის წინ ოჯახმა ხელი მოაწერა ახალ რეალითი შოუს გადაღებას, სტრიმინგ კომპანია ჰულუსთან. სავარაუდოდ, ოჯახის თითოეული წევრი სხვადასხვა ანაზღაურებას იღებს.

  1. კეტი პერი (American Idol) – 25 მილიონი დოლარი ერთ სეზონშიკეტი პერიმ American Idol-ის ჟიურის წევრობაში, მხოლოდ ერთ სეზონში 25 მილიონ დოლარს უხდიან.

    თუმცა, ის არ არის ერთადერთი შოუში, რომელსაც ხელფასი მილიონობით დოლარი აქვს – გავრცელებული ინფორმაციით, რაიან სიკრესტმა 2017 წელს 10-15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

 

 

3.კეიტლინ ჯენერი (Keeping Up with the Kardashians) – 5 მილიონი დოლარი ერთ სეზონში

კეიტლინ ჯენერი თავდაპირველად რეალითი შოუ Keeping Up with the Kardashians-ში გამოჩნდა, მაგრამ კრის ჯენერთან განქორწინების შოუ დატოვა. 2015 წელს საკუთარ რეალითი ტელესერიალში I AM Cait-ში მონაწილეობისთვის მან 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

 

 

4.ნენე ლიკსი (Nene Leakes) – 2,85 მილიონი დოლარი სეზონში

ნენე ლიკსი იყო Real Housewives of Atlanta-ს პოპულარული მსახიობი. მან მხოლოდ მე-12 სეზონში 2.85 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ის ყველა სეზონზე საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას გამოიმუშავებდა, თუმცა 2020 წლის ბოლოს წასვლის შესახებ განაცხადა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. ნენემ შეიტანა სარჩელი შოუს პროდიუსერების წინააღმდეგ, დაადანაშაულა ისინი რასიზმში და მტრული სამუშაო გარემოს შექმნაში.

 

 

5.ლიზა ვანდერპამპი (Lisa Vanderpump) – 500,000 დოლარი ერთ სეზონში

ლიზა ვანდერპამპი რეალითი ტელევიზიის ფავორიტი გახდა. ის 2010 წლიდან 2019 წლამდე იყო ბევერლი ჰილზის The Real Housewives-ის რეგულარული მსახიობი. ანგარიშებში ნათქვამია, რომ იგი სეზონში 500,000 დოლარს გამოიმუშავებდა.

დღეს ლიზა აღარ არის დიასახლისების მსახიობთა შემადგენლობაში, მაგრამ კვლავ აქტუალურია. ლიზას 2021 წელს ასევე ჰქონდა კიდევ ერთი სპინ-ოფ შოუ სახელად Vanderpump Dogs, რომელიც ფოკუსირებული იყო მისი ძაღლების გადარჩენის ფონდზე.

მთლიანობაში მან 90 მილიონი დოლარის წმინდა ქონება დააგროვა.

6.თინეიჯერი დედები (Teen Mom) – 500,000 დოლარი ერთ სეზონში

MTV-ის Teen Mom ფრენჩაიზმა მრავალი ცვლილება განიცადა და მას სხვადასხვა სპინ-ოფი აქვს. ახლახან ქსელმა გააერთიანა თავისი ორი ორიგინალური შოუ ერთში, რომელიც ცნობილია როგორც Teen Mom: The Next Chapter. შოუს თითოეული წევრი სავარაუდოდ, ასობით ათას დოლარს გამოიმუშავებს.

ცნობილია, რომ მსახიობებს თავიდან ერთ სეზონში 500 000 დოლარს უხდიდნენ. ახალი პესონაჟები სავარაუდოდ, ოდნავ ნაკლებს გამოიმუშავებენ.

 

7. ბეთენი ფრენკელი (The Real Housewives of New York) – 40,000 დოლარი ერთ ეპიზოდში

The Real Housewives of New York-ის მთავარი როლის შემსრულებელი, ბეთენი ფრენკელი თითო ეპიზოდში 40 000 დოლარს გამოიმუშავებდა.

ბეთენი “სასოწარკვეთილი დიასახლისების“ 13 სეზონიდან, მხოლოდ 8-ში გამოჩნდა და სიამაყით აცხადებს, რომ წელიწადში თითქმის ნახევარ მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. მას ასევე ჰქონდა რამდენიმე ბრავოს სპინ-ოფ შოუ, მათ შორის Bethenny Ever After (2010 -2012) და Bethenny & Fredrik (2018), პლუს სხვა ტელევიზორები, როგორიცაა The Big Shot with Bethenny (2021) და Bethenny (2013-2014). თუმცა, დროთა განმავლობაში შოუმ რეიტინგი დაკარგა და ბოლო სეზონზე ბეთენიმ მხოლოდ 7 250 დოლარი გამოიმუშავა. საერთო ჯამში კი, ბეთენის რეალითი სატელევიზიო კარიერა დაეხმარა მას დაეგროვებინა 80 მილიონი დოლარის ქონება.

8.ცეკვავენ ვარსკვლავები (Dancing With The Stars) – 360,000 დოლარზე მეტი ერთ სეზონში

Dancing with the Stars-ში,მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა, მაგრამ ეს ყველასთვის არ იყო მომგებიანი. თუმცა, მათ, ვინც გამარჯვებას მოიპოვებს, საკმაოდ მსუყე პრიზი ერგება.

2020 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლის თასს თან ახლდა პრიზი-360,000 დოლარი. თანხა ბოლო სეზონებში უფრო მაღალია.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!