საქსტატის მონაცემების თანახმად 2023 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 10.1 მლნ აშშ დოლარის 1 825 ტონა ყველი და ხაჭო შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 5.2 მლნ აშშ დოლარის 1 254 ტონა პროდუქტი. შესაბამისად გასულ წელს თუ ერთი ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი საშუალოდ 4 146 დოლარი გვიჯდებოდა, წელს ფასი 5 534 დოლარამდე გაიზარდა.
10 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ხაჭო და ყველი იყიდა:
- გერმანია – 1.7 მლნ აშშ დოლარის 302.5 ტონა
- თურქეთი – 1.6 მლნ აშშ დოლარის 406.2 ტონა
- პოლონეთი – 1.2 მლნ აშშ დოლარის 232.2 ტონა
- რუსეთი – 1.1 მლნ აშშ დოლარის 261.5 ტონა
- საფრანგეთი – 906.7 ათასი აშშ დოლარის 87.6 ტონა
- ნიდერლანდები – 870.4 ათასი აშშ დოლარის 127.3 ტონა
- დანია – 578.9 ათასი აშშ დოლარის 75 ტონა
- იტალია – 530 ათასი აშშ დოლარის 50.4 ტონა
- ფინეთი – 355.5 ათასი აშშ დოლარის 61.4 ტონა
- ბელარუსი – 200.1 ათასი აშშ დოლარის 40.5 ტონა
საქართველომ ექსპორტზე 2023 წელს მხოლოდ 525.1 ათასი აშშ დოლარის 68.5 ტონა ხაჭო და ყველი გაყიდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ხაჭო და ყველი ექსპორტზე გაიტანა:
- აშშ – 283.3 ათასი აშშ დოლარის 23.1 ტონა
- სომხეთი – 235.9 ათასი აშშ დოლარის 44.8 ტონა
- ჰონ-კონგი – 5.3 ათასი აშშ დოლარის 0.38 ტონა
- თურქეთი – 0.56 ათასი აშშ დოლარის 0.10 ტონა