Coca-Cola და SSC Napoli შეთანხმდნენ, რომ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებას ეტიკეტზე დაიტანენ.
ლიმიტირებული, 500-ბოთლიანი გამოშვება ხელმისაწვდომი მხოლოდ საქართველოში იქნება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და არის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მხარდაჭერის პროექტის ნაწილი, რომელიც გაიმართება წელს საქართველოსა და რუმინეთში. ეს არის იტალიური კლუბის, SSC Napoli-ის და კომპანია Coca-Cola-ს პარტნიორობის და მეგობრობის რიგით მეორე დადასტურება. კომპანია საფეხბურთო კლუბის გლობალური პარტნიორი გასული წლიდანაა. გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას 100%-იან სარეკლამო უფლებებს Napoli ფლობს.