დღის სიახლეებისიახლეები

Coca-Cola ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით 500 ბოთლს გამოუშვებს

0
გაზიარება

Coca-Cola და SSC Napoli შეთანხმდნენ, რომ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებას ეტიკეტზე დაიტანენ.

ლიმიტირებული, 500-ბოთლიანი გამოშვება ხელმისაწვდომი მხოლოდ საქართველოში იქნება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და არის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მხარდაჭერის პროექტის ნაწილი, რომელიც გაიმართება წელს საქართველოსა და რუმინეთში.                                                                                    ეს არის იტალიური კლუბის, SSC Napoli-ის და კომპანია Coca-Cola-ს პარტნიორობის და მეგობრობის რიგით მეორე დადასტურება. კომპანია საფეხბურთო კლუბის გლობალური პარტნიორი გასული წლიდანაა. გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას 100%-იან სარეკლამო უფლებებს Napoli ფლობს.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!