15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა “ბიზნეს სამიტი 2023”, რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ
400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა, რომლებმაც ბიზნესის სპეციფიკებსა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. სამიტზე წარმოდგენილი იყო გერმანიაში შექმნილი საერთაშორისო კომპანია-მეამა და სასტუმრო ეპიზოდი, რომლებმაც მათ მიერ შექმნილ ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრეს, თუ როგორ გახდა მეამა თავის სფეროში პირველი კომპანია და რა წარმოადგენს მათი საქმინობის მთავარ იდეას, ხოლო სასტუმრო “ეპიზოდმა”, რომელიც პირველი მაღალტექნოლოგიური სასტუმროა აღმოსავლეთ ევროპაში ისაუბრა თუ როგორ შეიქმნა ისეთი სასტუმროს მომსახურეობა, რომლის მეშვეობითაც სტუმარი მომავლისა და ინოვაციების სამყაროში ხვდება.
მეამა გერმანიაში შექმნილი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოში კაფსულის პროდუქციას 2019 წლიდან აწარმოებს. დღეისათვის, ბრენდის პროდუქცია 30 კაფსულის სახეობას აერთიანებს მათ შორისაა: კაფსულის არომატიანი და specialty ყავა, სხვადასხვა გემოს ჩაი, თურქული და მარცვლოვანი ყავა. მეამას საქმიანობის იდეა მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის და წარმოების გარდა, ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებას გულისხმობს, კაფსულის ინდუსტრიაში.
”ეპიზოდი” – პირველი მაღალტექნოლოგიური სასტუმროა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც 150-მდე ნომერთან ერთად, მოგზაურებს სთავაზობს: ბარს, შეხვედრებისა და საერთო სამუშაო სივრცეებს, სპორტულ დარბაზსა და ატრიუმს – მყუდრო, ღია სივრცეს სასტუმროს შუაგულში.
სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. აქ არის კარის გაღების დისტანციური სისტემა – სტუმარს შეუძლია, საკუთარი ოთახში ელექტრონული გასაღებით შევიდეს, რომელიც სრულად ინტეგრირებულია სასტუმროს აპლიკაციაში. ამავდროულად , სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მათთან ერთად მყოფ პირებსაც გაუზიარონ ციფრული გასაღები.
„ეპიზოდის“ თითოეული სტუმარი მომავლისა და ინოვაციების სამყაროში ხვდება, სადაც რეალობის აღქმა შთამბეჭდავი და მომხიბლავია, მოლოდინები კი სრულიად დაკმაყოფილებული